15/04/201 061 ნახვა წყარო: netgazeti.geფოტო: netgazeti.ge

ეკატერინე ტიკარაძე - გვყავს 256 ინფექციონისტი, შეგვიძლია მოვუაროთ მხოლოდ 853 ინფექციურ პაციენტს

15 აპრილს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ მხოლოდ საწოლების რაოდენობა და, ასევე, სასუნთქი აპარატები, რომელთა რაოდენობა, მისივე თქმით, 1700-ზე მეტია, არ არის საკმარისი Covid-19-ის სამართავად და პრობლემა არის შეზღუდული რაოდენობის სამედიცინო პერსონალში.
„რაც ყველაზე დიდი რისკის მატარებელია და რასაც ჩვენ ჯანდაცვის სისტემაში ვუფრთხით, ეს არის ჩვენი პერსონალის რაოდენობა. აქ ჩვენ არა გვაქვს საუბარი მათ კვალიფიკაციაზე, საუბარი გვაქვს მხოლოდ რიცხვებზე. აქ გვაქვს ჩვენ ყველაზე დიდი დრამა და ხარვეზი, რომელიც არის მოცემულობა და ფაქტი.
ჩვენ დღეისათვის საქართველოში გვყავს 488 რეანიმატოლოგი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ჩვენ დავიცავდით ევროპის რომელიმე ქვეყნის სტანდარტს, ჩვენ მივიღებდით, რომ ამ რეანიმატოლოგებს შეუძლიათ თავიანთი ადამიანური რესურსი გადაანაწილონ მხოლოდ 1200 საწოლზე, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ დღიურ რეჟიმში შეუძლიათ მოუარონ მხოლოდ 1200 პაციენტს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გარდა კოვიდ ინფექციისა, ჩვენ ვართ ადამიანები და გვაქვს სხვა თანმხლები დაავადებები, რომელთაც ასევე ესაჭიროება ამ პროფილის ექიმების ჩართულობა.
ასევე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რამდენი ინფექციონისტი გვყავს. არც ინფექციონისტებით არ ვართ ჩვენ განებივრებული და გვყავს სულ 256 ინფექციონისტი, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი ოპტიმალური გადანაწილებით ჩვენ შეგვიძლია მოვუაროთ მხოლოდ 853 ინფექციურ პაციენტს.როცა ამ რიცხვებს აანალიზებ, ხვდები, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გადადგა ძალიან მკაცრი ნაბიჯები და იყო ძალიან ფრთხილი“ – განაცხადა ტიკარაძემ TV იმედზე, გადაცემა „ღია ეთერში“.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 100

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 80

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 40

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 60

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ