14/04/201 510 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

საგარეო უწყება - დღეისათვის კორონავირუსით საზღვარგარეთ საქართველოს 92 მოქალაქეა ინფიცირებული, 9 კი გარდაცვლილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ ნინუას განცხადებით, საგარეო უწყების საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველოს პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, სწორედ ამ მიზნით სამინისტროს ცენტრალური აპარატი და საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობები, ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზევე მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაერთნენ. მიხეილ ნინუამ იმ საქმიანობაზე ისაუბრა, რომელიც საგარეო უწყებამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით არსებული საკოორდინაციო საბჭოს მითითებით, ახალი კორონავირუსის, COVID-19-ის გავრცელების პერიოდში განახორციელა. მისი თქმით, გამოიკვეთა ორი ძირითადი მიზანი: უცხოეთში მყოფ მოქალაქეებზე ზრუნვა ადგილზე და მოქალაქეების უსაფრთხო, ეტაპობრივი დაბრუნება საქართველოში.
„შემუშავდა სპეციალური კრიტერიუმები და განსაკუთრებული ყურადღება ექცევათ შემდეგ ჯგუფებს: შშმ და მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირებს; ფეხმძიმე ქალებს და მცირეწლოვნებს; არასრულწლოვნებს; ხანდაზმულებს (65 წელს მიღწეული); სტიპენდიის გარეშე დარჩენილ სტუდენტებს,“ - აღნიშნა ნინუამ.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მსოფლიოს მასშტაბით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი უმძიმესი და მოულოდნელი გამოწვევების წინაშე აღმოჩდა, რაც ნეგატიურად აისახება როგორც მათ ფინანსურ, ისე მორალურ მდგომარეობაზე. მან ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომელსაც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგელები ჩვენი თანამემამულეების დასახმარებლად ახორხიელებენ.
„ხდება მოქალაქეების თავშესაფრით უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს ადგილზე, საელჩოების მიერ საცხოვრებელი ფართების დაქირავება; საკვების/წყლის და სხვა აუცილებელი საჭიროებების (ჰიგიენური, სამედიცინო) დროული მიწოდება. განსაკუთრებული საჭიროებებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფა. ასევე, სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის ხელშეწყობა. ადგილზე, სამედიცინო მომსახურების შეზღუდული წვდომის გამო, ჯანდაცვის უწყებასთან თანამშრომლობით დავაფუძნეთ ონლაინ სამედიცინო კონსულტაციების პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც საქართველოს მოქალაქეები პირდაპირ რეჟიმში იღებენ კვალიფიციურ კონსულტაციებს ექიმი-ინფექციონისტებისაგან (აღნიშნულს - პრაქტიკულ დანიშნულებასთან ერთად - მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს მოქალაქეების მორალური მხარდაჭერის კუთხითაც). ექიმების ონ-ლაინ კონსულტაციები ჩატარდა: აშშ, ბრიტანეთში, ესპანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთსა და საბერძნეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისათვის.“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მიხეილ ნინუას ინფორმაციით, დღეისათვის დახმარება 5238 მოქალაქეს გაეწია და შემუშავდა ე.წ. სასურსათო ვაუჩერის დარიგების მექანიზმი, რომელშიც კომპანია SPAR-მა მიიღო მონაწილეობა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე უცხოეთში საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფება 62 ათასამდე საქართველოს მოქალაქე. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ დღეისათვის კორონავირუსით საზღვარგარეთ საქართველოს 92 მოქალაქეა ინფიცირებული, 9 კი გარდაცვლილი.
„უმრავლეს შემთხვევებში სახეზე გვაქვს დაავადების მსუბუქი ან ნაკლებად მძიმე ფორმები. აღნიშნული სტატისტიკა არაა ზუსტი, რამდენადაც მოქალაქეების დიდი ნაწილი არ ამხელს საკუთარ მდგომარეობას (ან არ აწვდის ინფორმაციას საკონსულო სამსახურებს),“ - აღნიშნა ნინუამ.
აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 3-ზე- 27 სექტემბერი, 2023.
      3 საათზე, 27 სექ
    • ფორმულა 3-ზე-  27 სექტემბერი, 2023.
      3 საათზე, 27 სექ
    • პირველები 3-ზე - 27 სექტემბერი, 2023.
      3 საათზე, 27 სექ
    • კურიერი 3-ზე - 27 სექტემბერი, 2023.
      3 საათზე, 27 სექ
    • მოამბე 3-ზე - 27 სექტემბერი, 2023.
      3 საათზე, 27 სექ
    • ქრონიკა 2-ზე - 27 სექტემბერი, 2023.
      2 საათზე, 27 სექ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • საქმის კურსი - 27 სექტემბერი, 2023.
      27 სექტემბერი
    • შენი შუადღე - 27 სექტემბერი, 2023.
      27 სექტემბერი
    • დილის საუბრები - 27 სექტემერი, 2023.
      27 სექტემბერი
    • პირველი ხაზი - 26 სექტემბერი, 2023.
      26 სექტემბერი
    • ღამის მთავარი - 26 სექტემბერი, 2023.
      26 სექტემბერი
    • ღამის შოუ - 26 სექტემბერი, 2023.
      26 სექტემბერი
    • მთავარი გოგოები - 26 სექტემბერი, 2023.
      26 სექტემბერი
    • სამზარეულოს ომები - 26 სექტემბერი, 2023.
      26 სექტემბერი
    • კომენტარი - 26 სექტემბერი, 2023.
      26 სექტემბერი
    • რეაქცია - 26 სექტემბერი, 2023.
      26 სექტემბერი
    • სპექტრი - 26 სექტემბერი, 2023.
      26 სექტემბერი
    • დღის ამბები - 26 სექტემბერი, 2023.
      26 სექტემბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY