14/04/201 961 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

პრემიერი - იმედი გვაქვს, არ მივალთ გავრცელების ისეთ სისწრაფეზე, როდესაც სრული კარანტინის გამოცხადება მოგვიწევს, თუმცა, ამას არ გამოვრიცხავ

იმედი გვაქვს, არ მივალთ ინფიცირებულების იმ რაოდენობასა და გავრცელების ისეთ სისწრაფეზე, როდესაც სრული კარანტინის გამოცხადება მოგვიწევს. თუმცა, ამას არ გამოვრიცხავ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, 24- საათიანი სრული კარანტინის გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილება იმის მიხედვით იქნება მიღებული, თუ რამდენად გაიზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი და შეძლებს თუ არა, ჯანდაცვის სისტემა ბევრი ინფიცირებულის ერთდროულად მიღებას.
„ჩვენთვის ახლა ყველაზე მნიშვენლოვანია ინფექციის განვითარების სისწრაფე. ყველაფერს, რასაც ახლა ვაკეთებთ, იმისთვის არის, რომ ამ სისწრაფის რეგულირება მოვახდინოთ. მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, იმდენად მცირეა მონაცემები და ფუნდამენტური კვლევები ამ ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ყველაფერი შეიძლება არასერიოზულ პროგნოზებად ჩაითვალოს. ყველაფერი ყოველდღიურად იცვლება. ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ, რომ გამოწვევებიდან გამომდინარე ვუპასუხოთ ამ გამოწვეევებს ისე, რომ ეკონომიკის მაქსიმალური გადაკეტვა არ დაგვჭირდეს.
იმედი გვაქვს, არ მივალთ ინფიცირებულების იმ რაოდენობაზე და გავრცელების ისეთ სისწრაფეზე, როდესაც სრული კარანტინის გამოცხადება მოგვიწევს. თუმცა, ამას არ გამოვრიცხავ. ყველაფერი დამოკიდებულია ორ რამეზე. პირველი, ჩვენი ჯანდაცვის სისტემის მზაობაზე, რაოდენობრივად რამდენ ინფიცირებულს შეუძლია ერთდროულად მოემსახუროს და მეორე, რა სისწრაფით ვრცელდება ვირუსი. ეს ჩვენთვის დღეს ორი კრიტიკულად მნიშვნელოვანი მდგენელია. ამ მდგენელების განვითარებიდან გამომდინარე, მიღებული იქნება ესა თუ ის გადაწყვეტილება, მათ შორის 24- საათიანი სრული კარანტინის გამოცხადების თაობაზე“,-განაცხადა პრემიერმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 60

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 100

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 0

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI