16/06/22572 ნახვა წყარო: netgazeti.geფოტო: La Republica

მაკრონი, შოლცი და დრაგი უკრაინაში ჩავიდნენ

უკრაინაში დღეს ერთდროულად ევროპის სამი გავლენიანი პოლიტიკოსი ჩავიდა – საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი და იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი.
გერმანული არხის, ZDF-ის ინფორმაციით, პოლიტიკოსები გუშინ ღამით პოლონეთში შეხვდნენ, იქიდან კი უკრაინაში მატარებლის სპეციალური რეისით გაემგზავრნენ.
მატარებლის ვაგონში გადაღებული ფოტო „უკრაინის რკინიგზის“ დირექტორმა, ალექსანდრ კამიშინმა, ტელეგრამ არხზე გამოაქვეყნა.
სამი ლიდერის ერთობლივმა ვიზიტმა მსოფლიო პრესის ყურადღება ჯერ კიდევ უკრაინაში გამგზავრებამდე მიიპყრო. სამივე მათგანი პირველად ჩადის კიევში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ.
უკრაინული მედია იხსენებს, რომ ომის დაწყების შემდეგ, სხვადასხვა დროს, ევროპის ამ სამმა ლიდერმა, საკუთარი განცხადებებით არაერთი კრიტიკული დისკუსია გამოიწვია: ოლაფ შოლცს აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ მისი განცხადებები და დაპირებები უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებაზე, მის მოქმედების რეალური ტემპისგან განსხვავდებოდა;
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ცოტა ხნის წინ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, თუ „რატომ არ უნდა დავამციროთ რუსეთი“, რაც ფართო განხილვის საგანი გახდა;
იტალიის პრემიერმა მარიო დრაგიმ და მისი მთავრობა კი ომის შეწყვეტის საკუთარი გეგმა წარუდგინა გაეროსა და G7-ის ქვეყნებს, თუმცა ეს გეგმა გააკრიტიკა როგორც კიევმა, ისე მოსკოვმა.
ვიზიტამდე იყო ცნობები, რომ შესაძლოა, ემანუელ მაკრონმა კიევში უკრაინისთვის დამატებით იარაღის მიწოდების შესახებ გამოაცხადოს. 15 ივნისს, უკრაინისთვის სამი სარაკეტო-საარტილერიო სისტემის გადაცემა დააანონსა გერმანიის თავდაცვის მინისტრმაც.
ZDF-ის ცნობით, მოლაპარაკებები ევროპის ლიდერებსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის, „სავარაუდოდ, ომს, უკრაინის კანდიდატის სტატუსს და ევროკავშირის დახმარებას შეეხება“.
უკრაინული მედია ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ვიზიტი სწორედ 16 ივნისს შედგება, ერთ დღით ადრე მანამდე, ვიდრე ევროკომისია უკრაინისთვის სტატუსის მინიჭებაზე თავის დასკვნას წარმოადგენს.
უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი 23-24 ივნისის სამიტზე უნდა გადაწყდეს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,