15/06/22794 ნახვა წყარო: formulanews.geფოტო: formulanews.ge

პოდოლიაკი: უკრაინელი სამხედროების კითხვას ბრიუსელისკენ მივმართავ - როდის ველოდოთ იარაღს?

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ბრიუსელში უკრაინის დახმარების მიზნით რამშტაინის ბაზაზე გამართული შეხვედრის მონაწილეებს უკრაინელი სამხედროების კითხვით მიმართავს: როდის მიიღებს უკრაინა იარაღს.
ამის შესახებ პოდოლიაკმა ტვიტერზე დაწერა.
მისი თქმით, ომში ჩართული რუსული არტილერიის ოდენობა უკრაინისას ბევრად აღემატება და უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგობის მიუხედავად ქვეყანას წარმატებისთვის იარაღი სჭირდება.
"რუსული და უკრაინული არტილერიის თანაფარდობა ზოგიერთ არეალში 10 ერთზეა. ფრონტის ხაზი - 1000 კმ-ზე მეტია. ყოველდღიურად მე ვიღებ მესიჯებს მცველებისგან: "ჩვენ მტკიცედ ვდგავართ, უბრალოდ გვითხარი: როდის ველოდოთ იარაღს?" მე ამ კითხვას რამშტაინის მონაწილეებისკენ მივმართავ. ბრიუსელო, ჩვენ გადაწყვეტილებას ველით" - წერს პოდოლიაკი.
ათობით ქვეყნის თავდაცვის მინისტრი NATO-ს და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან დღეს ბრიუსელში, NATO-ს უკრაინის მხარდამჭერი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას მართავს, სადაც ალიანსის წევრები და მოკავშირეები უკრაინის დახმარების გზებს განიხილავენ.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა შეხვედრამე განაცხადა, რომ უკრაინას მეტი მძიმე იარაღი უნდა ჰქონდეს, რათა რუსეთის აგრესიას წინააღმდეგობა გაუწიოს.
შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი გაუძღვება. 50 ქვეყნისგან შემდგარი ჯგუფის მესამე შეხვედრაა.
აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლის ცნობით, სავარაუდოდ, ბრიუსელში შეხვედრისას მთავარი განსახილველი საკითხი უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდება იქნება.
13 ივნისს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინას სხვა მძიმე იარაღთან ერთად 1 000 ჰაუბიცა, 500 ტანკი და 1 000 დრონი სჭირდება. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY