14/04/201 390 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

რუსეთის მიმართ სამადლობელი ვიდეოს სოციალურ ქსელებში განთავსებისთვის იტალიელებს 200 ევროს სთავაზობენ

იტალიაში მცხოვრები რუსები თავიანთ იტალიელ მეგობრებსა და ნაცნობებს სთავაზობენ, სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნონ ვიდეო, ან ტექსტი და ფოტო, სადაც კორონავირუსთან დაკავშირებით განხორციელებული ჰუმანიტარული დახმარებისთვის რუსეთს მადლობას გადაუხდიან, რის სანაცვლოდაც ისინი 200 ევროს მიიღებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა La Repubblica ავრცელებს.
„საჭიროა 15 იტალიელი, რომლებიც რამე კარგს იტყვიან რუსეთის ჰუმანიტარულ დახმარებაზე. უკეთესია ვიდეო ან ტექსტი ფოტოთი, მაგრამ ვიდეოში იხდიან 200 ევროს, ტესტისთვის ნაკლებს“, - ნათქვამია „ვოთსაფში“ მიღებულ ერთ-ერთ შეტყობინებაში.
შეტყობინების თანახმად, მსგავსი სამადლობელო ვიდეო ან ტექსტი „ტვიტერზე“, „ფეისბუქზე“ ან „ინსტაგრამზე“ უნდა აიტვირთოს.
გამოცემის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა 22 მარტს იტალიაში ჰუმანიტარული დახმარების სახით პირბადეები და სხვა სახის დამცავი აღჭურვილობები გააგზავნა, „ტვიტერში“ გამოჩნდა შეტყობინებები, სადაც მომხმარებელს მოუწოდებდნენ მადლიერება გამოეხატათ რუსეთის პეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართ, „რომელიც, ევროკავშირისგან განსხვავებით, იტალიას დაეხმარა.“

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 100

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 60

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
NO IMAGE
  • 100

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,