27/05/221 471 ნახვა წყარო: accentnews.geფოტო: accentnews.ge

"რუსები სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის ალყაში მოქცევას ცდილობენ" – ბრიტანული დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალები სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის ალყაში მოქცევის მცდელობებს განაგრძობენ.
ანგარიშის მიხედვით, ოკუპანტებმა პოპასნას ჩრდილო-დასავლეთით მდებარე რამდენიმე სოფელი აიღეს.
"მიუხედავად იმისა, რომ ოკუპანტები სევეროდონეცკზე ზეწოლას განაგრძობენ, უკრაინა რამდენიმე დაცულ ტერიტორიაზე კონტროლს ინარჩუნებს. შესაბამისად, რუსეთი დონბას სრულად ვერ აკონტროლებს. 
რუსეთის სამხედრო ძალების სამხრეთ ჯგუფის (SGF) მთავარი დავალება სამხრეთ უკრაინის ოკუპაციაა. ბოლო დღეების განმავლობაში, რუსეთმა, სავარაუდოდ, 50 წლის T-62 ტანკები საწყობიდან SGF-ის პასუხისმგებლობის ზონაში გადაიტანა.
T-62-ები ტანკსაწინააღმდეგო იარაღის წინაშე დაუცველი იქნება და მათი ბრძოლის ველზე ყოფნა რუსეთის თანამედროვე საბრძოლო აღჭურვილობის ნაკლებობაზე მიუთითებს". - წერია ანგარიშში.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონბასზე ოკუპანტების ამჟამინდელმა შეტევებმა, შესაძლოა, ეს რეგიონი უკაცრიელი გახადოს:
"მათ სურთ, რომ მარიუპოლისა და ვოლნოვახას მსგავსად ფერფლად აქციონ პოპასნაია, ლიმანი, ლისიჩანსკი და სევეროდონეცკი. იმ ქალაქებში, რომლებიც რუსეთის საზღვართან არის ახლოს, მათ შორის, დონეცკსა და ლუგანსკში ოკუპანტები აგროვებენ ყველას, ვინც შეუძლიათ, რათა შეავსონ დაღუპულებისა და დაჭრილების ადგილი საკუთარ კონტიგენტში. 
ეს ყველაფერი, მათ შორის, ჩვენი ხალხის დეპორტაცია და მოქალაქეების მასობრივი ხოცვა არის გენოციდის აშკარა პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი ახორციელებს". 
უკრაინის ხელისუფლება დონბასში რთული ვითარების გამო, პარტნიორი სახელმწიფოებისგან ისევ ითხოვს მძიმე შეიარაღებით სასწრაფოდ დახმარებას. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ 26 მაისს განაცხადა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში სიტუაცია იმაზე უარესია, ვიდრე ამას ხალხი ამბობს. კულებას თქმით, არტილერიის და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გარეშე, უკრაინა რუსეთის სამხედრო ძალებს უკან ვერ დაახევინებს.
აშშ, დიდი ბრიტანეთი და დასავლეთის სხვა სახელმწიფოები უკრაინას მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას უწევენ, თუმცა, შეიარაღების ჩამონათვალში ჯერჯერობით არ არის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები. ტელეკომპანია CNN ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია ემზადება უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედების სარაკეტო სისტემების გადასაცემად.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY