25/05/221 407 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ვოლოდიმირ ზელენსკი - საკითხავია, რუსეთის რომელ პრეზიდენტთან გაიმართება მოლაპარაკებები

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან აუცილებლად გაიმართება, თუმცა, საკითხავია, რუსეთის რომელ პრეზიდენტთან, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„სამხედრო ნაწილის შემდეგ იქნება სამშვიდობო პროცესი, იქნება მოლაპარაკებების მაგიდა და აუცილებლად იქნება მშვიდობა. საკითხავია ვისთან გამართავს უკრაინა მოლაპარაკებებს, რუსეთის რომელ პრეზიდენტთან“, - განაცხადა ზელენსკიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი ვერ აცნობიერებს რა ხდება.
"ის თავის საინფორმაციო სამყაროში ცხოვრობს და ვერ ხვდება, რომ უკრაინა დათმობებზე არ წავა,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებები შესაძლებელი იქნება, როდესაც ის მზად იქნება რეალობაში დაბრუნდეს და გააცნობიეროს, რომ უამრავი ადამიანი იღუპება.
„მაშინ შეიძლება ვცადოთ, თუკი გვიანი არ იქნება, რუსეთის ამჟამინდელ მთავრობასთან ერთად დიპლომატიური გზით სიარული,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY