25/05/221 241 ნახვა წყარო: tabula.geფოტო: tabula.ge

ისინი სამყაროს არასწორად უყურებენ – ზელენსკი უნგრეთზე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის წინააღმდეგობა რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებასთან დაკავშირებით გააკრიტიკა.
"ჩვენ სანქციების მეექვსე პაკეტამდე მივედით, რომელშიც ნავთობის ემბარგო შედის. ყველა ამბობს: ამ პერიოდის განმავლობაში რუსეთი $200 მილიარდს გამოიმუშავებს და ნებისმიერი იარაღის ყიდვას შეძლებს. მეექვსე პაკეტი ამოქმედდა? არა. რატომ? რაღაც ჭირს ნავთობს. რატომღაც ისინი სამყაროს არასწორად უყურებენ". - თქვა ზელენსკიმ.
ამასთან ერთად, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ აღნიშნა, უნგრეთი ევროკავშირის რუსულ ნავთობზე ემბარგოს ინიციატივას მხარს დაუჭერს იმ შემთხვევაში, თუ ბლოკი პრობლემის გადაწყვეტის ალტერნატიულ გზას შესთავაზებს.
"ჩვენ ევროკომისიას ნათლად ავუხსენით, რომ ამ წინადადებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მივცემთ ხმას, თუ ბრიუსელი პრობლემის გადაჭრის სწრაფ გზას დასახავს". - თქვა სიიარტომ.
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტს, რომელიც რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვასაც მოიცავს, ისეთი ფორმით, როგორც ახლა განიხილება, უნგრეთი მხარს "ვერ დაუჭერს" - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
ორბანის განცხადებით, ევროკომისიის ახლანდელი წინადადება რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ უნგრეთის ეკონომიკაზე ჩამოგდებული ატომური ბომბის ტოლფასი იქნება. მისივე თქმით, უნგრეთი მოსალაპარაკებლად მზად იყო, თუ დაინახავდა ისეთ წინადადებას, რომელიც ქვეყნის ინტერესებს დაიცავდა.
ორბანის თქმით, უნგრეთს, შესაძლოა, 5 წელი და თავის გადამამუშავებელ ქარხნებსა და მილსადენებში მსხვილი ინვესტიციების განხორციელება დასჭირდეს იმისთვის, რომ შეძლოს მისი ამჟამინდელი სისტემის გარდაქმნა, რომელიც, დაახლოებით, 65%-ით რუსულ ნავთობზეა დამოკიდებული.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey