24/05/221 210 ნახვა წყარო: pia.geფოტო: pia.ge

"ოცნება" გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით იღებს, გაანაწყენებს თუ არა ეს პუტინს - კრამერი და კელი

შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, იან კელი და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი ფიქრობენ, რომ ქართული ოცნება გადაწყვეტილებებს იღებს იმის მიხედვით, "გაანაწყენებს თუ არა ეს" პუტინს.
ამის შესახებ დიპლომატები საუბრობენ ერთობლივ სტატიაში სათაურით: "პუტინი მარცხდება უკრაინაში, მაგრამ იმარჯვებს საქართველოში".
"როგორც ჩანს, ქართული ოცნება გადაწყვეტილებებს იღებს არა იმის საფუძველზე, ხელს უწყობს თუ არა ეს პოლიტიკა დასავლურ ნორმებთან ინტეგრაციას, არამედ გაანაწყენებს თუ არა ეს დიქტატორს კრემლში. საშინაო პოლიტიკაში მთავრობა, ხელისუფლების სამივე შტოში სტაბილურად აგროვებს ძალაუფლებას და მათ, ვისაც ამ ძალაუფლების შემოწმება და გაკონტროლება შეუძლია, მარგინალიზაციას უწევს ან შლის. ეს განსაკუთრებით აშკარა იყო დამოუკიდებელი სასამართლოს უზრუნველსაყოფად აშშ-ს, ევროპისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ რეფორმების გატარების მოთხოვნაზე უარის თქმის დროს", - წერენ კრამერი და კელი.
სტატიაში დიპლომატები ბიძინა ივანიშვილს რუს ოლიგარქ  კოლომოისკისა და მოლდოველ პლახატნიუკს ადარებენ, რომლებსაც აშშ-ს მეგობრულ ქვეყნებში სანქციები დაუწესდათ. კელი და კრამერი მიიჩნევენ, რომ ეს "დაგვიანებული და ძალიან საჭიროა" ივანიშვილის შემთხვევაშიც.
როგორც დიპლომატები აღნიშნავენ, რუსი ოლიგარქების მსგავსად, ივანიშვილი და მისი ახლო გარემოცვა ამომრჩევლის წინაშე ანგარიშვალდებული არ არიან, თუმცა "მთავრობის გადაწყვეტილებასა და პოლიტიკაზე აშკარად დიდი გავლენა აქვთ".
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA