საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 63-მდე გაიზარდა
საქართველოში ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 63-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა. კარანტინის რეჟიმშია 4929 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 405 პირი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 252 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 3 ადამიანი. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 252 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 3 ადამიანი. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.