24/05/221 009 ნახვა წყარო: pia.geფოტო: pia.ge

დღეს ყველასთვის ამაზრზენად გამოიყურებით - სალომე სამადაშვილი უმრავლესობას

„მაკიაველიმ თქვა, რომ ნეიტრალური პოზიციის დაჭერა არის სახიფათო. იმიტომ რომ შეიძლება ამაზრზენი გახდე ყველა მხარისთვის. „ქართულმა ოცნებამ“ იმას მიაღწია, რომ დღეს თქვენ ამაზრზენად გამოიყურებით ყველასთვის“, - ასე მიმართა პარლამენტის უფრაქციო წევრმა სალომე სამადაშვილმა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობას. 
სამადაშვილის თქმით, „ოცნება“ ენტონი ბლინკენის თვალშიც ამაზრზენად გამოიყურება. 
„ამაზრზენად გამოიყურებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნისთვის და ამიტომ გეუბნებათ, რომ დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია უკრაინასთან მიმართებით. მე მაინტერესებს, ფიქრობთ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ომში უნდა თქვენი ჩართვა? ევროკავშირს ომში უნდა თქვენი ჩართვა? არა - „ქართულ ოცნებას“ გთხოვენ, რომ დააფიქსიროთ, ხართ თუ არა თქვენ ცივილიზებული სამყაროს მხარეს და ეს ვერ მოისმინეს“,- აღნიშნა სალომე სამადაშვილმა. 
სალომე სამადაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ უზარმაზარი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, უკრაინაში სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან, მოახერხა და საქართველო ჩააყენა გაუგებარ მდგომარეობაში.
„ქართული ოცნება“- სიცრუის პარტია, რომელიც უკრაინაში სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან მიმართულია იქით, რომ დღეს, საქართველო ფაქტობრივად არის გაუგებარ მდგომარეობაში  უზარმაზარი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს.
რამდენიმე კვირის წინ ჩვენ დავაინიცირეთ პარლამენტში რეზოლუცია და მოგიწოდეთ, რომ შეფასება გავუკეთოთ იმას, რაც რუსეთმა ჩაიდინა უკრაინაში. მაინტერესებს, გაუპატიურებული ქალები და ბავშვები ბუჩაში, თქვენი აზრით, არ იმსახურებენ თქვენს მხარდაჭერას? ამ პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას არ იმსახურებს უკრაინა, სადაც ჩვენ ვიტყვით ნათლად, რომ ის, რასაც რუსეთი სჩადის დღეს უკრაინაში ატარებს ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ნიშნებს.  რატომ არ შევიდა პარლამენტის დღის წესრიგში დღემდე ამ საკითხზე მსჯელობა?“,- აცხადებს სამადაშვილი. 

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA