24/05/22887 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

სოზარ სუბარი - შეურაცხმყოფელია ალეკო ელისაშვილის განცხადება, რომ ომში მყოფ მეგობარ ქვეყანას საბჭოთა ჯართი მივაწოდოთ იმისთვის, რომ ჩვენ უკეთესი შეიარაღება მივიღოთ - უკრაინას ყველზე მეტად სჭირდება გამართული იარაღი

შეურაცხმყოფელია განცხადება, როდესაც ვამბობთ, რომ ომში მყოფ მეგობარ ქვეყანას საბჭოთა ჯართი მივაწოდოთ იმისთვის, რომ ჩვენ უკეთესი შეიარაღება მივიღოთ - ომში მყოფ ადამიანს ყველზე მეტად სჭირდება გამართული იარაღი“, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილი ინიციატივას, რომ ქვეყანამ უკრაინას საბჭოთა წარმოების იარაღი მიაწოდოს, სანაცვლოდ კი თანამედროვე სტანდარტების შეიარაღება მივიღოთ.
ამასთან, როგორც სოზარ სუბარი აღნიშნავს, საქართველო ვერ და არ გახდება სანქციების გვერდის არიდების ქვეყანა, მაგრამ არის საკითხები, რაშიც არ ჩაერევა. მისივე თქმით, „ჩვენ გვაქვს ის პრობლემა, რაც არ აქვთ იმ ქვეყნებს, რომლებიც იარაღს აწვდიან უკრაინას“.
„მინდა მივმართო ალეკო ელისაშვილს, შეურაცხმყოფელია განცხადება, როდესაც ვამბობთ, რომ ომში მყოფ მეგობარ ქვეყანას საბჭოთა ჯართი მივაწოდოთ იმისთვის, რომ ჩვენ უკეთესი შეიარაღება მივიღოთ. კარგად იცით, რომ ომში მყოფ ადამიანს ყველზე მეტად რაც სჭირდება, ეს არის გამართული იარაღი და გამართული თავდაცვის საშუალება, რათა მისი სიცოცხლე უზრუნველყოფილი იყოს. იმედია, სერიოზულად არ თქვით ეს სიტყვა. როდესაც იარაღის მიწოდებას ახორციელებენ ის ქვეყნები, რომელთაც ნატო-ს ქოლგა იცავს, ყველაფერი გასაგებია, მაგრამ, როდესაც საუბარია, რომ ეს გააკეთოს ქვეყანამ, რომლის 22% ოკუპირებულია და ამ ტერიტორიებზე არიან რეჟიმები, რომელთაც ერთი სული აქვთ როდის ჩაერთვება საქართველო ომში, რომ ინტერესები დაიკმაყოფილონ, ასევე მაშინ, როდესაც ქვეყანაში „მეხუთე კოლონა“ გვყავს, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო ომში იყოს ჩათრეული, მგონი გასაგებია, რა მოჰყვება მსგავს ქმედებებს. ძალიან მინდა ალეკო ელისაშვილი „ომის პარტიის“ წარმომადგენლების რიგში არ ჩადგეს. საქართველო ვერ და არ გახდება სანქციების გვერდის არიდების ქვეყანა, მაგრამ არის საკითხები, რაშიც არ ჩაერევა. ჩვენ გვაქვს ის პრობლემა, რაც არ აქვს იმ ძალიან ბევრ ქვეყანას, რომელიც იარაღს აწვდის უკრაინას. მნიშვნელოვანია ამის გააზრება“, - აღნიშნავს სუბარი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,