24/05/22385 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ანა ნაცვლიშვილი - ძალიან სწორია პოლიტიკური დავალების შემსრულებელი მოსამართლის სანქცირება - როგორც კი აღარ იარსებებენ შემსრულებლები, ხუხულასავით დაინგრევა რეპრესიული სისტემა

საკუთარი იურისტის დიპლომს მაინც უნდა გაუფრთხილდეს ადამიანი, მსგავს სამართლებრივ სისულელეს რომ ამბობს საჯაროდ. საკუთარ წარსულთან მაინც უხერხულია და იურისტის იმ კვალიფიკაციასთან და რეპუტაციასთან, რომელიც ოდესღაც ჰქონდა ირაკლი კობახიძეს, - ამის შესახებ „ლელო- საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნაცვლიშვილმა განაცხადა, ხელისუფლებას შესაძლებელია ხელიდან თანდათან გამოეცალოს პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი მოსამართლეები, რის გამოც მმართველი გუნდი პანიკაშია.
„შოკისმომგვრელი განცხადებაა, ძალიან არაკომპეტენტური სამართლებრივი თვალსაზრისით, მაგრამ ძალიან საინტერესო პოლიტიკური თვალსაზრისით. რატომ? - იმიტომ, რომ თავისდაუნებურად ამხილა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ძალიან სწორად გადადგმული ნაბიჯი რამდენად საშიშია თქვენს მიერ კონტროლირებადი სასამართლოს ჩამოსაშლელად და ახლა ხართ პანიკაში. დიახ, ეს მოსამართლეები თანდათან შეიძლება ხელიდან გამოგეცალოთ და მერე ვინ იქნება თქვენი დავალებების შემსრულებელი? თუ ეს მოსამართლეები აღარ გეყოლებათ კანონის ჯალათებად, მაშინ როგორ შეძლებთ, რომ გაატაროთ ის პოლიტიკა ქვეყანაში, რომელსაც ატარებთ? ძალიან სწორია შემსრულებლების სანქცირება, რადგან შემსრულებლები უნდა გამოეცალონ ხელისუფლებას ხელიდან. პოლიტიკური დავალებები იარსებებს, მაგრამ როგორც კი აღარ იარსებებენ პოლიტიკური დავალებების შემსრულებლები, ხუხულასავით დაინგრევა ყველა რეპრესიული სისტემა. ამ მიმართულებით პროცესები გაგრძელდება. ეს არის პირველი სანქცირებული მოსამართლე. სხვებს მინდა ამ ტრიბუნიდან მივმართო, რომ ნუ ჩამოგყვებიან საფლავში. ცხოვრება თქვენს მიღმაც არსებობს და კარგად დაფიქრდნენ, უნდათ თუ არა უკანონო დავალებების შესრულება. მადლობა, ბატონო ირაკლი, რომ კიდევ ერთხელ გაგვაგებინეთ სად არის თქვენი სუსტი წერტილი“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 0

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 0

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA