24/05/22805 ნახვა წყარო: netgazeti.geფოტო: netgazeti.ge

კობახიძე აშშ-ს საელჩოს მიმართავს, მოსამართლე ჩხიკვაძეზე განცხადება გააკეთოს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ს საელჩოს თხოვნით მიმართავს, რომ „სპეკულაციების დასასრულებლად“ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნაზე, მცირე განცხადება გააკეთოს.
ამის შესახებ კობახიძემ დღეს, 24 მაისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ლაშა ჩხიკვაძე ის მოსამართლეა, რომელმაც „მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიას პატიმრობა მიუსაჯა.
კობახიძის თქმით, “რადიკალური ოპოზიცია: მისი კუთვნილი მედიასაშუალებები, მისი კუთვნილი სახალხო დამცველის და მისივე კუთვნილი NGO-ები“ ლაშა ჩხიკვაძესთან დაკავშირებით, ანტიდასავლურ კამპანიას აწარმოებენ და ამერიკელ დიპლომატებს სისხლის სამართლის დანაშაულში სდებენ ბრალს.
„როგორც მოგეხსენებათ, რადიკალურმა ოპოზიციამ აშშ-ს საელჩოს დისკრიმინაციაში, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფასა და არაფორმალური მმართველობის მცდელობაში დასდო ბრალი. იმაზე არაფერს ვამბობ, რომ შესაბამისი ქმედება არის საქართველოს სსკ-ს 364-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. ამერიკელი დიპლომატებისთვის სისხლის სამართლის დანაშაულის დაბრალება, რბილად რომ ვთქვათ, უკიდურესად უპასუხისმგებლო აქტია.
ერთი წამით წარმოიდგინეთ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რომ მსგავსი რამ გაეკეთებინა – რომელიმე მოსამართლე დაებარებინა და თუნდაც მისთვის საკამათო გადაწყვეტილების გამო, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე რომელიმე სემინარიდან ან კონფერენციიდან მოეხსნა. წარმომიდგენია, რამხელა აჟიოტაჟს შექმნიდნენ იგივე სუბიექტები. არავითარი ფაქტი არ აქვთ და მოსამართლეებს კლანს უწოდებენ. თქვენ წარმოიდგინეთ, მათ თუნდაც ერთი ასეთი ფაქტი, რომ ჰქონდეთ, მერე რას იზამდნენ“, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, მოსამართლეებზე ზეწოლა ენმ-ს ხელწერაა და დარწმუნებულია, რომ ამას აშშ-ს საელჩო „არ იკადრებდა“.
„არსებობს ასეთი გამონათქვამი, ყველა საკუთარი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს. რადიკალური ოპოზიციაც თავის შიდა და გარე სპიკერებით ზუსტად ასე იქცევა, ჰგონიათ, რომ ამერიკის საელჩოც ისე მოიქცევა, როგორც ისინი მოიქცეოდნენ. მოსამართლეზე ზეწოლა „ნაცმოძრაობის“ ხელწერა და მეთოდია, რომელსაც ისინი 2004-2012 წლებში აქტიურად მიმართავდნენ და ახლა იგივეში ამერიკის საელჩოს სდებენ ბრალს.
„ნაცმოძრაობას“ და მის შიდა და გარე სპიკერებს მინდა ვკითხო, გასაგებია, რომ თომას ჯეფერსონის ღირებულებებიდან ძალიან შორს არიან, მაგრამ ამ კაცის სახელი და გვარი მაინც უნდა ჰქონდეთ გაგონილი. როგორ დაუშვეს, რომ დიპლომატებს თომას ჯეფერსონის ქვეყნიდან, ასეთის რამის გაკეთება შეეძლოთ?!“ – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, გასაკვირია ისიც, რომ ვინმეს ჰგონია ამერიკაში წასვლა/არწასვლის გამო რომელიმე მოსამართლე ვინმემ გავლენის ქვეშ შეიძლება მოაქციოს.
„ვინმეს მართლაც რომ ეკადრა მოსამართლისთვის ვიზიტის გაუქმება, დარწმუნებული ვარ, ეს პირიქით უკუშედეგს გამოიღებდა და ვიზიტს სხვა მოსამართლეებიც გააუქმებენ. საქართველოში კარგად იციან ღირსებისა და კოლეგიალობის ფასი და დარწმუნებული ვარ, კოლეგა მოსამართლის დისკრიმინაციის ფონზე, ამერიკაში წასვლას არცერთი სხვა მოსამართლე აღარ იკადრებდა“, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლება გვერდით დაუდგება და დაიცავს თითოეულ მოსამართლეს, რომელიც „ბოროტი პოლიტიკური ძალისგან ბულინგისა და ზეწოლის ობიექტი შეიძლება გახდეს“.
„მინდა ამერიკის საელჩოს მივმართო თხოვნით, მესმის, რომ ამ კითხვაზე უარყოფითი პასუხის გაცემაც კი უხერხულობას ქმნის. ამერიკის საელჩოს მხრიდან უხერხულიც კი იქნება საუბარი იმაზე, რომ სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენიათ, დისკრიმინაცია არ განუხორციელებია, ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობაში არ ჩარეულა და არაფორმალური მმართველობა არ უცდია.
თუმცა, სპეკულაციები ვრცელდება და ამ სპეკულაციებს ამერიკის საელჩოს ერთი მცირე განცხადება მარტივად დაასრულებდა. თუ საელჩო შესაბამის განცხადებას არ გაავრცელებს, რაც ჩვენთვის სრულიად გასაგები იქნება, ქართულ საზოგადოებას სრული უფლება ექნება მიიჩნიოს, რომ საუბრები მოსამართლის დისკრიმინაციის შესახებ რადიკალური ოპოზიციის მორიგი დემაგოგია და სპეკულაცია იყო“, – განაცხადა კობახიძემ.
ტელეკომპანია „ფორმულამ“ წყაროზე დაყრდნობით დღეს, 20 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ამერიკის შეერთებული შტატებში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნეს. აღნიშნული ინფორმაცია ასევე ცნობილი გახდა ნეტგაზეთისთვისაც.
ნეტგაზეთი დაუკავშირდა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს, რომელმაც ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო:
„ამ თემაზე კომენტარს არ ვაკეთებ, მიმართეთ აშშ-ის საელჩოს“.
აშშ-ის საელჩოში კი აცხადებენ, რომ ზოგადად, პროგრამის მონაწილეების შერჩევის პროცესზე კომენტარი ან ახსნა არასდროს კეთდება.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ