24/05/222 065 ნახვა წყარო: accentnews.geფოტო: accentnews.ge

Медуза - კრემლში უკვე პუტინის მემკვიდრეს არჩევენ

უკრაინაში ომის სამი თვის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მის წინააღმდეგ განაწყო ომის და მშვიდობის მსურველებიც – კრემლში იმედოვნებენ, რომ ის "ახლო მომავალში" დატოვებს თანამდებობას და მემკვიდრეს ეძებენ,– იუწყება რუსული გამოცემა "Медуза" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, ომის დროს რუსული ელიტის ზოგადი განწყობა რამდენჯერმე შეიცვალა: დაიწყო დაბნეულობით, აპრილში ადგილი ჰქონდა "პატრიოტულ აღტკინებას“, ხოლო ომიდან სამი თვის თავზე განწყობა პესიმიზმში გადაიზარდა.
კრემლთან დაახლოებული წყაროების თანახმად, ახლა ბევრია უკმაყოფილო პირადად ვლადიმირ პუტინით. და ამ პოზიციას იკავებენ როგორც მშვიდობის მსურველები, ასევე ომის გაგრძელების მხარდამჭერებიც.
მედუზას თანამოსაუბრეები აღნიშნავენ, რომ კრემლში ფარულად განიხილავენ პრეზიდენტის მემკვიდრეებს. მათ შორის არიან მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი და AP-ის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა დონბასში კრემლის კურატორი.
გამოცემის წყაროების ცნობით, ამჟამად საუბარი არ არის რუსეთის პრეზიდენტის ახლავე დამხობაზე, მაგრამ სულ უფრო და უფრო ინტენსიურად განიხილება თემა „მომავალი პუტინის შემდეგ“ და და "არსებობს გააზრება, ან სურვილი, რომ უახლოეს მომავალში ის ვეღარ განაგებს სახელმწიფოს".
იმავდროულად, ისინი ხაზს უსვამენ, რომ პუტინმა თანამდებობა შესაძლოა მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვოს, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულად გაუარესდება. ამიტომაც მაღალი თანამდებობის პირების უკმაყოფილება ერთმანეთთან საუბრის გარდა არაფერში გამოიხატება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ კრემლს უარი არ უთქვამს უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში: ლუგანსკში, დონბასსა და ხერსონში რუსეთთან მიერთების თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების იდეაზე. ზუსტი დრო ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული, თუმცა ახლა "გამოცემის" თანამოსაუბრეები 11 სექტემბერს ყველაზე რეალისტურ თარიღს უწოდებენ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY