23/05/22823 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

მაქსიმალური სანქციები რუსეთს - ზელენსკიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს მიმართა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიოს რუსეთისთვის მეტი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას მან განაცხადა, რომ მისი ქვეყანა იმაზე მეტხანს იბრძვის, ვიდრე მოსალოდნელი იყო, თუმცა მას არ მოუწევდა ომის გადატანა, რუსეთისთვის რომ მკაცრი სანქციები შემოდგომაზე დაეწესებინათ.
ზელენსკის თქმით, რუსეთს "მაქსიმალური სანქციები" უნდა დაუწესონ იმისთვის, რომ ეს შემაკავებელი ფაქტორი გახდეს როგორც თავად მოსკოვისთვის, ასევე ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის, რომელიც მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრას განიზრახავს.
"მე გთავაზობთ იმას, რაზეც ისედაც მუდმივადაა საუბარი მსოფლიოში, უნდა დავამარცხოთ სიღარიბე, სასოწარკვეთილება, ქაოსი და ომი, რომელიც რუსეთმა წამოიწყო და რომელსაც არაფერი მოქვს გარდა შიმშილისა და უბედურებისა. ამისთვის ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთად და სწრაფად. არ უნდა დავუშვათ, რომ მოხდეს ახალი პრეცედენტები, აუცილებელია რუსეთიდან სრულად გავიდეს ყველა უცხო ქვეყანა, რათა ისინი არ გამოიყენონ მოსკოვის სისხლიანი ინტერესებისთვის. ჩვენ ვთავაზობთ მსოფლიოს შანსს, შეიქმნას პრეცედენტი იმისა, თუ რა მოხდება თუ რომელიმე ქვეყანა მეზობლის განადგურებას შეეცდება. გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ ამ რეკონსტრუქციაში", - თქვა ზელენსკიმ. 
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა სრული ემბარგო ნავთობის იმპორტზე, ყველა რუსული ბანკის გათიშვა გლობალური სისტემებიდან, რუსეთის IT სექტორისა და რუსეთთან ვაჭრობის შეწყვეტა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA