23/05/221 161 ნახვა წყარო: businessformula.geფოტო: businessformula.ge

ომის დაწყების შემდეგ საქართველოში რუსეთის 93 865 მოქალაქე შემოვიდა, ზრდა 346%-ია

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან საქართველოს საზღვრის კვეთის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ, 2022 წლის მარტსა და აპრილში საქართველოში რუსეთის 93 865 მოქალაქე შემოვიდა, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 346%-ით აღემატება. უცნობია, რამდენი მათგანი დარჩა საქართველოში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის 2015 წლის ივნისის დადგენილებით, რუსეთი მოხვდა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ ყოფნა 1 წლის ვადით შეუძლიათ. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის კვეთის მონაცემებით, მხოლოდ აპრილში საქართველოში რუსეთის 48 797 მოქალაქე შემოვიდა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს 289%-ით აღემატება. ამ მაჩვენებლით, საზღვრის კვეთის აპრილის სტატისტიკაში რუსეთი პირველ პოზიციაზეა.
გასულ 2 თვეში საქართველოში უკრაინის 38 918 მოქალაქე შემოვიდა. 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა 203%-ია. მხოლოდ აპრილში საქართველოს საზღვარი 21 995-მა უკრაინის მოქალაქემ გადმოკვეთა, რაც წლიურ ჭრილში 186%-იანი ზრდაა.
რაც შეეხება ბელარუსის მოქალაქეებს, მიმდინარე წლის მარტში მათი რაოდენობა წლიურად 1 577%-ით გაიზარდა. მარტში საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სულ 20 029 ბელარუსმა გადმოკვეთა. აპრილში კი მაჩვენებელმა შედარებით იკლო და საზღვრის კვეთის სტატისტიკაში ბელარუსმა მე-7 პოზიცია დაიკავა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY