23/05/22765 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს - ის, რომ ბიძინა ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი, თქვენც ხომ იცით, რომ „ფეიკია“?!

ის, რომ ბიძინა ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი, თქვენც ხომ იცით, რომ „ფეიკია“?! 10 წელი საერთოდ არანაირი კავშირი და შეხება არ ჰქონია ბიძინა ივანიშვილს რუსეთთან, არც ბიზნესის კუთხით და არც პოლიტიკის და არც არაფრის კუთხით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
 მისი თქმით, ასევე, „ფეიკია“ იმაზე საუბარი, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩართულია პოლიტიკურ პროცესებში.
 „რაც შეეხება „ფეიკებს“, მაგალითად, ის, რომ ბიძინა ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი, - თქვენც ხომ იცით, რომ „ფეიკია“?! 10 წელი საერთოდ არანაირი კავშირი და შეხება არ ჰქონია ბიძინა ივანიშვილს რუსეთთან, არც ბიზნესის კუთხით და არც პოლიტიკის და არც არაფრის კუთხით. ბიძინა ივანიშვილი იყო იმ პოლიტიკური ძალის დამფუძნებელი, რომელმაც საქართველოდან გაისტუმრა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც სწორედ რუსულ საქმეს აკეთებდა 9 წლის განმავლობაში. თქვენ ხომ იცით, რომ ზუსტად ამ პოლიტიკურმა ძალამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩააბარა რუსეთს ტერიტორიების 20%, მანამდე საზღვრები აღიარა „სამხრეთ ოსეთის“, ესეც, ხომ იცით?! რატომ გაურბიხართ ამ ფაქტებს?! ფაქტია, რომ შემოხაზეს ხელახლა „სამხრეთ ოსეთის“ ოლქის საზღვრები, რომელიც იყო გამსახურდიას ხელისუფლების დროს გაუქმებული, ჩაატარა ალტერნატიული, სეპარატისტული არჩევნები „ნაცმოძრაობამ“, წლები ამზადებდნენ საფუძველს, რომ რუსეთს წაეღო საქართველოს ტერიტორიების 20% და გაატანეს ეს 20% რუსეთის ფედერაციას. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას, რომელიც მან დააფუძნა 2012 წელს, როდესაც გაისტუმრა კრიმინალური რეჟიმი, მისი შედეგებია, რომ ჩვენ აღარ დაგვიკარგავს ტერიტორიები მას შემდეგ, ანუ მანამდე რუსეთს ჰქონდა მუდმივი პროგრესი საქართველოში და ჩვენი ხელისუფლების დროს ეს პროგრესი შეწყდა. რაც შეეხება დასავლურ ინტეგრაციას, სრულიად შეფერხებული და შეჩერებული იყო ეს პროცესი 2008-დან 2012 წლამდე და ის, რომ საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას, რომ მიიღო ვიზალიბერალიზაცია, ხელი მოაწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ნატო-სთან თანამშრომლობა, რაც მანამდე შეჩერებული იყო - ესეც არის ჩვენი ხელისუფლების შედეგები. როდესაც ბიძინა ივანიშვილს ეძახით რუს ოლიგარქს, რომელმაც რუსული რეჟიმი გაისტუმრა ზუსტად საქართველოდან და დაამყარა ახალი, დემოკრატიული ხელისუფლება - ეს, რა თქმა უნდა, არის „ფეიკი“, - განაცხადა კობახიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA