20/05/221 178 ნახვა წყარო: netgazeti.geფოტო: netgazeti.ge

„საქართველოც შავ სიაშია“ - ერმაკი სანქციების გვერდის ავლაზე

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრი ერმაკი აცხადებს, რომ საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, რომლებიც რუსეთს სანქციების თავის არიდებაში ეხმარებიან. ამის შესახებ მან „ატლანტიკური საბჭოს“ დისკუსიაზე განაცხადა.
ანდრი ერმაკს FOX News-ის ჟურნალისტმა ნანა საჯაიამ მეორად სანქციებზე ჰკითხა, კერძოდ, ითხოვს თუ არა უკრაინა იმ ადამიანებისთვის და კომპანიებისთვის სანქციების დაწესებას, ვინც რუსეთს საქციებისთვის თავის არიდებაში ეხმარება და ვინ არიან ისინი.
ერმაკის თქმით, საქართველოში ზოგიერთი გავლენიანი ბიზნესმენი რუსულ კომპანიებში დიდ წილებს ფლობს და სწორედ ისინი არიან ჩართული რუსეთის მიერ სანქციებისთვის თავის არიდებაში.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა. ჩვენ შეგვიძლია სერიოზული სანქციების შემუშავება, მაგრამ ყოველთვის იქნებიან ქვეყნები ან ადამიანები, რომლებიც შეეცდებიან მათ დახმარებას [სანქციებისთვის არიდებაში]. ამ საკითხზე ძალიან ღია ვართ. ჩვენ შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ ზოგიერთი კომპანია თუ ადამიანი ეხმარება რუსეთს ამ სანქციებისგან თავის არიდებაში. ჩვენ ნამდვილად დიდ პატივს ვცემთ ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც რისკავენ ამ სანქციების პირობებში როგორც ეკონომიკურად, ასევე სხვა მხრივ.
ვიღაცები უარყოფენ მსგავს სანქციებს და ფულს აკეთებენ ამით. სამწუხაროდ, ამას აკეთებს ზოგი აზიური ქვეყანა. ძალიან სამწუხარო იყო ამ სიაში მეგობარი ქვეყნების ნახვა, როგორიცაა საქართველო, რომელიც შავ სიაშია. თუმცა ჩვენ ძალიან ფრთხილად ვართ და ჩვენ ვსწავლობთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად. ჩვენ ძალიან ვფრთხილობთ და ამ საკითხს ჯერ კიდევ ვიკვლევთ. ყველაფერი დოკუმენტირებული და დადასტურებული უნდა იყოს.
ეჭვგარეშეა, რომ ეს მეორადი სანქციების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ევროკავშირისგან და დიდი ბრიტანეთისგან მომავალი სანქციების პაკეტები გაიზრდება. თუ ისეთ ქვეყანაზე ვისაუბრებთ, როგორიც, მაგალითად, საქართველოა, ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთი გავლენიანი ბიზნესმენი, რუსულ კომპანიებში დიდ წილებს ფლობს, მაგალითად, გაზპრომში. ვფიქრობ ისინი ჩართულნი არიან რუსეთის მიერ სანქციებისთვის თავის არიდებაში“, — განაცხადა ანდრი ერმაკმა.
გარდა იმისა, რომ ანდრი ერმაკი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსია, უკრაინის მხრიდან სწორედ ის ხელმძღვანელობს  უკრაინელ და საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფს, რომელიც რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების ეფექტურობასა და მათ მუშაობას აფასებს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey