20/05/221 273 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

NYT რუსი სამხედროების მიერ, ბუჩას მცხოვრებლების სიკვდილით დასჯის ფოტო და ვიდეო მტკიცებულებებს აქვეყნებს

New York Times-ი რუსი მედესანტეების მიერ, ბუჩაში რვა ადამიანი სიკვდილით დასჯის ვიდეოს აქვეყნებს. გამოცემამ მსხვერპლთა ვინაობაც დაადგინა.
ესენი არიან: ანატოლი პრიხოდკო, ანდრეი მატვიჩუკი, ანდრეი ვერბოვი, დენის რუდენკო, ანდრეი დვორნიკოვი, სვიატოსლავ ტუროვსკი, ვალერი კოტენკო და ვიტალი კარპენკო.
43 წლის მშენებელი, ივან სკიბა კი სიკვდილს გადაურჩა.
რაც შეეხება თავად ფაქტს. ის ბუჩაში იაბლონსკას ქუჩაზე მოხდა.  New York Times-ის ინფორმაციით, რუსი მედესანტეები პატრულირებისას სახლებს ჩხრეკდნენ, იმავე ქუჩაზე, ივან სკიბა და კიდევ 5 უკრაინელი მორიგეობდნენ იმპროვიზებულ საგუშაგოზე. მათ ადგილობრივები გააფრთხილეს რუსების მოახლოების თაობაზე, რის შემდეგაც  ერთ-ერთის სახლში დაიმალნენ.  დაახლოებით ერთ საათში რუსებმა მათ სამალავს მიაგნეს და იარაღის მუქარით უკრაინელები ქუჩაში გაიყვანეს, დააჩოქეს და ისე დახვრიტეს.
დაღუპული ადამიანების ცხედრები ეზოში თვეზე მეტხანს იყო.
გამოცემის ცნობით, მედესანტეები, რომლებმაც მოქალაქეები დახოცეს, რუსეთის ქალაქ ფსკოვიდან არიან. 
ადგილზე დატოვებული და შემდეგ აღმოჩენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ რუსი სამხედროები  104-ე პოლკიდან იყვნენ.
შეგახსენებთ, ბუჩას დროებითი ოკუპაციისას, რუსეთი განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდა ადგილობრივ მშვიდობიან მოსახლეობას. მას შემდეგ, რაც დამპყრობლებმა ოლქი დატოვეს და იქ უკრაინის შეიარაღებული ძალები შევიდა, აღმოაჩინეს ხელ-ფეხშეკრული და დახვრეტილი ადამიანები, საერთო სამარხები, წამების ოთახები, ნაწამები, გაუპატიურებული და მოკლული ბავშვები.  
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA