ნათელაშვილი - იმედია ჩვენი დასავლეთში ახლა მაინც დარწმუნდებიან,რომ ტირან ივანიშვილზე დაუყოვნებელი სანქციებია საჭირო
"რუსულმა ოლიგარქიულმა დიქტატურამ საქართველოში მიიღო დასრულებული ფორმა.დააპატიმრეს ოპოზიციური მედიის ხელმძღვანელი.ივანიშვილის პირად პოლიტიკურ პატიმრებს შემატა კიდევ ერთი--ნიკა გვარამია. იმედია ჩვენი დასავლეთელი მოკავშირეები ახლა მაინც დარწმუნდებიან,რომ ტირან ივანიშვილზე დაუყოვნებელი სანქციებია საჭირო და გადაწყვეტენ ვისთან სურთ მოკავშირეობა ქართველ ხალხთან თუ პუტინ--ლუკაშენკოს მოკავშირე რეპრესიულ რეჟიმთან,რომელიც პუტინისავე მილიარდებით მსუყედ აფინანსებს თავის ვაი--ატლანტიკურ ლობისტებს" - წერს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში