16/05/22868 ნახვა წყარო: accentnews.geფოტო: accentnews.ge

გრიგოლია: „კრიტიკისთვის ციხით გადახდილი პოლიტიკური სამაგიერო დასრულებით მთავრდება“

ტელეწამყვანი ინგა გრიგლია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელის ნიკა გვარამიას დაკავების შემდეგ, ანალოგიური პროცესის გაგრძელებას სხვა მედიამენეჯერების წინააღმდეგაც ელის.
ამასთან, ამბობს, რომ გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო. 
„100–დან 1% არ ვუშვებდი, რომ შეიძლებოდა, ისე გაგიჟებულიყო „ქართული ოცნება“ და მათი ლიდერი, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მიეღოთ – სასამართლოს დარბაზიდანვე დაეჭირათ ნიკა გვარამია. ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ სანქცირების გზაზე მდგარი ლიდერი [ბიძინა ივანიშვილი –რედ.] პირდაპირ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე გადავიდა, განსაკუთრებით, კრიტიკული მედიის მიმართ. მგონია, რომ რადგან ნიკა დაიჭირეს, მას სხვებიც მიჰყვებიან: არ არსებობს საქართველოში კრიტიკული მედია, რომლის მენეჯერის, მფლობელის, ან ოჯახის წევრის მიმართ საქმე არ იყოს შეთითხნილი. სანქცირების გზაზე მყოფს ახლა ალბათ ყველაზე მეტად აღარ აწყობს თავისუფალი მედია იყოს ამ ქვეყანაში და დაიწყო... ეს უკვე საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, ურჩევნია ვარდისფერი სათვალიდან ყურება იმ ყველაფრის, რაშიც ვცხოვრობ, თუ თავადაც იბრძოლოს თავისუფალი სიტყვისთვის. მე ბრძოლის გარდა გამოსავალს ვეღარ ვხედავ. „ქართული ოცნება „ცხვირს წაიტეხავს“! ეს მასწავლა ჩემმა ცხოვრებამ: კრიტიკულ მედიასთან ასეთი ხისტი დაპირისპირება და კრიტიკისთვის ციხით გადახდილი პოლიტიკური სამაგიერო დასრულებით მთავრდება“,– განაცხადა გრიგოლიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში.
მოსამართლემ გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მედიამენეჯერი სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY