09/04/201 698 ნახვა წყარო: resonancedaily.comფოტო: resonancedaily.com

აშშ-დან 79 ქართველ მოსწავლეს ჩამოიყვანენ - სპეცრეისი ხვალ შესრულდება

ერთობლივად საქართველოსა და აშშ-ის მთავრობებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, აშშ-ში მყოფი 79 ქართველი სკოლის მოსწავლის ქვეყნიდან სპეციალური საშუალებებით გამოყვანის თაობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მან ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, რეისი ხვალ შედგება აშშ-დან დოჰაში, შემდეგ კი თბილისის მიმართულებით.
„ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, მინდა, პირველ რიგში აშშ-ს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ადმინისტრაციას მადლობა გადავუხადო, და, რა თქმა უნდა, საელჩოს საქართველოში, მის სრულ შემადგენლობას, ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს მინდა, მადლობა გადავუხადო. ჩვენ ერთობლივად, ერთი კვირის განმავლობაში ვმუშაობდით და მივიღეთ გადაწყვეტილება ერთობლივად საქართველოს მთავრობამ და შშ-ის მთავრობამ, 79 ქართველი სკოლის მოსწავლე, რომელიც დღეს იმყოფება აშშ-ში, ფაქტობრივად სპეციალური საშუალებებით გამოვიყვანოთ იქიდან. მათმა მშობლებმაც ეს სურვილი გამოთქვეს. ხვალ, 10-ში შედგება რეისი აშშ-დან დოჰაში, ამ რეისის უზრუნველყოფას თავის-თავზე იღებს ამერიკული მხარე, ხოლო დოჰადან თბილისში ამ არასრულწოვნების, სკოლის მოსწავლეების, 79 ბავშვის საქართველოში ჩამოყვანას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა. გარდა ამისა, ჩვენ ჩვენს სომეხ კოლეგებთან ერთად, ვითანამშრომლეთ, მათი მხრიდან იყო თხოვნა და ამ რეისით ჩვენ ამერიკიდან გამოვიყვანთ ასევე სომხეთის მოქალაქე 35 ბავშვს, სკოლის მოსაწვლეს" " ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 0

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 100

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY