08/04/202 439 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

დავით ზალკალიანი - 40-ზე მეტ ქვეყანაში დახმარება გაეწია საქართველოს 2 425 მოქალაქეს - შეურაცხყოფის მიუხედავად ჩვენი დიპლომატები სიცოცხლის ფასად აგრძელებენ საქმიანობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ინფორმაციით, სამინისტრომ დღეის მდგომარეობით 40-ზე მეტ ქვეყანაში საქართველოს 2 425 მოქალაქეს გაუწია შესაბამისი დახმარება. მისივე განმარტებით, დახმარება მოიცავს როგორც საცხოვრებლით, ასევე საკვებით, ტრანსპორტით, მედიკამენტებით, ონლაინ კონსულტაციებით და სხვა რეკომენდაციების მიხედვით ჩვენი მოქალაქეების დახმარებას.
„ჩვენი დიპლომატები, საკონსულო დაწესებულებები მუშაობენ არსებული შესაძლებლობების ზღვარზე. სიტუაცია გაცილებით მძიმეა ყველა ქვეყანაში, ვიდრე საქართველოში, სადაც პანდემიის დინამიკა არის მზარდი და ჩვენს დიპლომატებს სიცოცხლის ფასად უჯდებათ საქმიანობის განხორციელება. მიუხედავად ბევრი შეურაცხყოფისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა, ისინი აგრძელებენ საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაბამისი დახმარების აღმოჩენას იმ რესურსის ფარგლებში, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროს გააჩნია,“ - აღნიშნა დავით ზალკალიანმა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ის ქვეყნებიც დაასახელა, რომელში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმაც დახმარება მიიღეს.
„იტალიის რესპუბლიკაში, სადაც ყველაზე მძიმე მდგომარეობაა, საელჩომ ჯამში მატერიალურ-ტექნიკური დახმარება, მათ შორის საკვებით უზრუნველყოფა გაუწია საქართველოს 440 მოქალაქეს;
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მატერიალურ-ტექნიკური დახმარება გაეწია საქართველოს 303 მოქალაქეს. ფრანკფურტში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში დახმარება მოდის საქართველოს 30 მოქალაქეზე;
პოლონეთში დახმარება გაეწია 285 მოქალაქეს და 440 მოქალაქე რეისით იქნა დაბრუნებული და კიდევ ვგეგმავთ ვარშავიდან სპეც-რეისის განხორციელებას;
სომხეთში საერთო ჯამში, სამინისტრო დაეხმარა 244 მოქალაქეს;
ბულგარეთის რესპუბლიკაში მატერიალური, ტექნიკური სახის დახმარება გაეწია საქართველოს 217 მოქალაქეს. ამავე დროს, ბულგარეთიდან ავტობუსით ჩემი პირადი ჩარევით მოხერხდა ამ ადამიანების სამშობლოში დაბრუნება;
სამინისტრომ თურქეთში მატერიალურ ტექნიკური დახმარება გაუწია 183 მოქალაქეს;
საბერძნეთის რესპუბლიკაში დახმარება გაეწია საქართველოს 181 მოქალაქეს დამატებით, ქალაქ სალონიკში გენერალური საკონსულოს მიერ მატერიალური და ტექნიკური დახმარება გაეწია 25 მოქალაქეს;
საფრანგეთში 64 მოქალაქეს აღმოვუჩინეთ შესაბამისი დახმარება;
ესპანეთის სამეფოში - მთლიანობაში 54 მოქალაქეს, აქედან 14 ტექნიკური ხასიათის დახმარება იყო მადრიდში, 40 - ბარსელონაში;
ჩეხეთის რესპუბლიკაში დახმარება გაეწია საქართველოს 47 მოქალაქეს;
ნიდერლანდებში შესაბამისი დახმარება გაეწია 45 მოქალაქეს;
აშშ-ში 30 მდე მოქალაქეს;
ავსტრიის რესპუბლიკაში თავშესაფრის გარეშე დარჩელი 24 მოქალაქე საელჩომ უზრუნველყო საცხოვრებლით და საკვებით;
აზერბაიჯანში დახმარება გაეწია 20 მოქალაქეს;
სამინისტრომ დახმარება გაუწია იორდანიაში საქართველოს 18 მოქალაქეს;
ბელარუსის რესპუბლიკაში ტექნიკური და მატერიალური დახმარება გაეწია 17 მოქალაქეს;
სამინისტრო დაეხმარა ლიეტუვაში მცხოვრებ 15 მოქალაქეს;
ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში დახმარება გავუწიეთ 13 მოქალაქეს და 12 სტუდენტი დავაბრუნეთ, რომელიც რეისების გაუქმების გამო ეგვიპტეში აღმოჩდნენ;
ოდესაში დახმარება გაეწია 10 მოქალაქეს და 44 მოქალაქე ბორნით იქნა გამოყვანილი და დაბრუნებული საქართველოში;
სლოვენიიდან 7 მოქალაქე იქნა გამოყვანილი;
უნგრეთის საელჩოში, მექსიკასა და კატარში დახმარება გაეწია საქართველოს 6 მოქალაქეს,“ - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 60

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY