07/04/202 204 ნახვა წყარო: on.geფოტო: on.ge

გეიტსების მხარდაჭერით, კორონავირუსის მეორე ვაქცინის ადამიანებში გამოცდა იწყება

COVID-19-ის ვაქცინის ახალი კანდიდატი ადამიანებზე კლინიკური ცდის ფაზაში გადადის. ეს შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, რაც აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია (FDA) ახალი პროგრამის ფარგლებში ფარმაცევტული კომპანია Inovio-ს განაცხადს დათანხმდა.
Inovio-ს დნმ-ვაქცინამ, INO-4800-მა ცხოველებზე ჩატარებულ პრეკლინიკურ ცდებში საკმაოდ დამაიმედებელი შედეგები აჩვენა, ახლა კი ის ადამიანებზე გამოსაცდელად მზადაა. აღსანიშნავია, რომ ცდების შესაძლებლობა კომპანიას ბილ და მელინდა გეიტსებისა და ასევე სხვადასხვა ორგანიზაციის დაფინანსების შედეგად მიეცა.
კომპანიის დნმ-ვაქცინა სხეულში სპეციალურად შემუშავებული პლაზმიდების შეშვებით მუშაობს. შედეგად კი პაციენტის უჯრედები ისეთი ანტისხეულების წარმოქმნას იწყებენ, რომლებსაც სპეციფიურ ინფექციებთან ბრძოლა შეუძლია. დნმ-ვაქცინები ვეტერინარიაში საკმაოდ ბევრი ინფექციის წინააღმდეგ გამოიყენება, ადამიანების შემთხვევაში კი მისი გამოყენება პირველად დაიშვა.
თუმცა Inovio-ს დნმ-ვაქცინებზე მუშაობა აქ არ იწყება. კომპანიამ აქამდე MERS-ის დნმ-ვაქცინის კანდიდატის ტესტირების პირველი ფაზა დაასრულა და მან საკმაოდ დამაიმედებელი შედეგებიც აჩვენა.
კომპანიამ INO-4800 ვაქცინის ათასობით დოზის წარმოება ტესტირების პირველი და მეორე ფაზის მხარდასაჭერად სულ რაღაც რამდენიმე კვირაში შეძლო. თუკი კლინიკური ცდები წარმატებით ჩაივლის, კომპანიას წლის ბოლოს ვაქცინის მილიონი დოზა გადაუდებელი შემთხვევებითვისა და დამატებითი კვლევებისთვის მზად ექნება.
INO-4800 მეორე ვაქცინაა, რომელიც ადამიანებზე კლინიკურ ცდებს გადის — კომპანია Moderna-მ აღნიშნული ცდები მარტში დაიწყო. Inovio ვაქცინის გამოსაცდელად 40 მოხალისეს გამოიყენებს. ყველა მოხალისე სრულიად ჯანმრთელი ზრდასრულია, რომლებიც პენსილვანიის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მიერ შეირჩნენ.
პროცესი შემდეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება და კომპანია იმედოვნებს, რომ იმუნური პასუხისა და ვაქცინის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია ზაფხულის ბოლოსთვის ხელმისაწვდომი იქნება.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY