07/04/201 335 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ამირან გამყრელიძე - ვპროგნოზირებთ, რომ ამ კვირის ბოლოს იქნება კორონავირუსით ინფიცირების 350-დან 400-მდე შემთხვევა

ვპროგნოზირებთ, რომ ამ კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს ინფიცირების 350-დან 400-მდე შემთხვევა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, აპრილის მთელი თვე და მაისის 1-2 კვირა საკმაოდ რთული იქნება. გამყრელიძის განცხადებით, აპრილის თვეში შესაძლოა, ინფიცირების შემთხვევები ყოველკვირეულად გაორმაგდეს.
„ვპროგნოზირებთ, რომ ამ კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს ინფიცირების 350-დან 400- მდე შემთხვევა. ეს თვე, ანუ მთლიანად აპრილი ჩვენთვის საკმაოდ რთული იქნება და შემდგომ ყოველკვირეულად ველოდებით, რომ შეიძლება იყოს გაორმაგება. აპრილი და მაისის 1-2 კვირა საკმაოდ რთული იქნება. ამიტომ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ვამბობთ, აუცილებლად გასათვალისწინებელია, განსაკუთრებით კი სოციალური დისტანცირება. ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი ამ ინფექციასთან ბრძოლის. თუმცა, არის კიდევ სხვა მოდელები, რომლებიც გვიწინასწარმეტყველებენ, რომ პიკი შეიძლება იყოს უფრო მოგვიანებით, ვთქვათ ივლისში ან სექტემბერში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 0

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA