07/04/201 497 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ნიუ-იორკის შტატში დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

აშშ-ის ნიუ-იორკის შტატში ერთი დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 731 ადამიანი დაიღუპა. აქამდე არსებულ მონაცემებს შორის, ეს ამ შტატში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბოლო მონაცემებით, ნიუ იორკის შტატში ჯამში 138,836 ადამიანია ინფიცირებული, ხოლო 5,489 გარდაცვლილი.
მონაცემები პრესკონფერენციაზე ნიუ იორკის შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ წარადგინა. მისივე თქმით, ადგილობრივმა და ფედერალურმა მთავრობებმა ქალაქ ნიუ- იორკში საავადმყოფოებზე არსებული წნეხის შესამსუბუქებლად დაახლოებით 3 000 საწოლიანი ახალი საველე ჰოსპიტალი მოაწყეს.
ნიუ- იორკის შტატის შემდეგ, კორონავირუსის ეპიდემიამ ყველაზე მეტად მოიკიდა ფეხი მეზობელ ნიუ ჯერსის შტატში. აქ 41,090 ინფიცირებული და 1000-ზე მეტი გარდაცვლილია.
რაც შეეხება მთლიანად შეერთებულ შტატებს, ქვეყანაში ჯამში 380,000-ზე მეტი ინფიცირებულია. ვირუსს ემსხვერპლა 12 000-მდე ადამიანი, ხოლო მისგან განიკურნა 21 300 პაციენტი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 100

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 0

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 100

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ