07/04/201 165 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფექციით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. „სპუტნიკ-აბხაზიის“ ინფორმაციით, შემთხვევა გაგრაში დაფიქსირდა. დაინფიცირებული გუდაუთას საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამის შესახებ „რესპუბლიკის“ მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ლუდმილა სკორიკმა განაცხადა.
„ავადმყოფი ჰოსპოტალიზებული და იზოლირებულია. ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტი მოსკოვიდან არის ჩამოსული, სადაც მივლინებით იმყოფებოდა“, - განაცხადა ლუდმილა სკორიკმა. მისი თქმით, ეპიდემიოლოგები ინფიცირებულის კონტაქტებს იკვლევენ.
სკორიკის თქმით, აღნიშნული შემთხვევა მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა და აცხადებს, რომ მომავალში მოსახლეობა გახდება მოწმე დაავადების დიდი რაოდენობისა, ვინაიდან აფხაზეთის მცხოვრებლები არ ემორჩილებოდნენ იმ მოთხოვნებს, რომელსაც "მინისტრთა კაბინეტი" აქვეყნებდა.
სანიტარული ექიმის განცხადებით, მიმდინარეობს ყველა ზომის მიღება დაინფიცირებულთა გამოსავლენად და ინფექციის შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 60

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 80

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA