07/04/201 797 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

შსს პოლიციელის დაკავებასა და ჭიათურაში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე განცხადებას ავრცელებს

სამართალდამცავებმა ჭიათურაში ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2 პირი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან წარსულში ნასამართლევი პირები: 1973 წელს დაბადებული ჯ.ი. და 1986 წელს დაბადებული გ.წ. მათ ბრალი „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობასა და „ქურდული სამყაროს“ წევრობაში ედებათ.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჭიათურაში ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2 პირი დააკავეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან წარსულში ნასამართლევი პირები: 1973 წელს დაბადებული ჯ.ი. და 1986 წელს დაბადებული გ.წ. მათ ბრალი „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობასა და „ქურდული სამყაროს“ წევრობაში ედებათ. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 12 მარტს, ჭიათურაში მოაწყვეს „ქურდული შეკრება“ და მანგანუმის მადნის მომპოვებელ ერთ-ერთ შპს -ს წარმომადგენელს აიძულებდნენ საწარმოს მოგების 30%-ის გადახდას. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულები ზეწოლის შედეგად მისაღები თანხის ნაწილს კრიმინალური ავტორიტეტებისათვის განაწილებას აპირებდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, დაკავებულების საცხოვრებელი სახლებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა მეშვეობითაც ბრალდებულები დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებს უკავშირდებოდნენ. გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე პრიმა-2 მუხლით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ამავე საქმეზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჭიათურის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს. მ.ბ.-ს ბრალი ედება საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს“, -ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY