07/04/201 193 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიორგი გახარია - გავუფრთხილდეთ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ჩვენს მშობლებს, ოჯახს, ჩვენს გმირ ექიმებს, რომლებიც დღეს თავდაუზოგავად იბრძვიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, დღეს მთელი მსოფლიო გლობალურ პანდემიას ებრძვის და ამ ბრძოლაში განსაკუთრებულად აღსანიშნავია ქართველი ექიმების პროფესიონალიზმი.
„დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა. დღეს მთელი მსოფლიო გლობალური პანდემიის წინაშეა და განურჩევლად იმისა, თუ რამდენად ძლიერია ეკონომიკურად ესა თუ ის სახელმწიფო, ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადასარჩენად ყველას რთული ბრძოლა გვიხდება. დღეს ამ პრობლემის წინაშე ყველა ქვეყანა თუ ადამიანი თანასწორია. რა თქმა უნდა, ერთიანი ძალისხმევით, ქართველი ექიმების თავდაუზოგავი შრომით და პროფესიონალიზმით, ჩვენ ამ გამოწვევასაც დავძლევთ, გავიმარჯვებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ჩვენ კი გავუფრთხილდეთ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ჩვენს მშობლებს, ოჯახსა და ახლობლებს. გავუფრთხილდეთ ჩვენს გმირ ექიმებს, რომლებიც დღეს თავდაუზოგავად იბრძვიან ჩვენი ჯანმრთელობისთვის. დარჩით სახლში!“ - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 0

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY