07/04/201 015 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა შიდა გავრცელებაა და არც ერთი არაა ეკლესიასთან შეხებაში

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 13 პირია, რომელთაგან სამი ახალი პაციენტია.
მისივე თქმით, სამივე ახალი შემთხვევა ქვეყნის შიდა გავრცელებაა და მათ ვირუსი ოჯახის წევრთან შეხების გამო აღმოაჩნდათ.
"დღეს ბოქსირებულ სექტორში 41 პაციენტი მკურნალობას, სულ დადასტურებული დიაგნოზთ არის 13 პაციენტი. ახალი 3 პაციენტია. 18-წლამდე არის 6 პაციენტი. 6-ვეს მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია. ერთი პაციენტი რჩება შედარებით საყურადღებო. 41 პაციენტიდან 4 პაციენტი ჩაერთვება კვლევაში და ხვალ გვექნება პასუხები. მეორე განმეორებითი კვლევის გამოჯანმრთელების შედეგი არ გვაქვს. ყველა პაციენტის კლასტერი ცნობილია.
კითხვაზე, სად დაინფიცირდნენ ეს პირები, ხომ არ ჰქონდათ შეხება ეკლესიასთან, მაკა სოლოღაშვილმა განმარტა, რომ სამივე ახალი შემთხვევა ქვეყნის შიდა გავრცელებაა და არც ერთი არაა ეკლესიასთან შეხებაში.
„ ყველა ახალი პაციენტის ოჯახის წევრი უკვე მკურნალობს აღნიშნული დიაგნოზით და რა თქმა უნდა, ესენი იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში. პაციენტების ოჯახის წევრები ჩვენთან არ იმყოფებიან. სამივე შემთხვევაში ინფიცირების წყარო ოჯახის წევრია. სტაბილურია მდგომარეობა. ზოგადად კრიტიკული პაციენტი არც ერთი არაა, ერთი რჩება საყურადღებო. სამივე ბოლო ცნობილი კლასტერიდან არიან," - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 20

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 40

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 100

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA