06/04/201 289 ნახვა წყარო: tabula.geფოტო: tabula.ge

ჩერნობილის ტყეში ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება - რადიაცია დასაშვებზე 16-ჯერ მეტია

ჩერნობილის ატომურ სადგურთან ახლოს, უკვე მესამე დღეა ტყე იწვის. მეხანძრეებმა ცეცხლის ერთი კერის ლოკალიზება მოახერხეს, თუმცა ჯერ კიდევ 2 ღია კერაა.  ამასთან ერთად, უკრაინის ეკოლოგიური ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელის, ეგორ ფირსოვის ინფორმაციით, ხანძრის ეპიცენტრში რადიაცია დასაშვებ ნორმას 16-ჯერ აღემატება, რაც ზოგ ლოკაციაზე ხანძართან ბრძოლის სამუშაოებს ართულებს. ცეცხლი 4 აპრილს გაჩნდა. ის დაახლოებით 20 ჰექტარზე გავრცელდა, თუმცა შემდეგ 100 ჰექტარის ტერიტორია მოიცვა. რადიაციის მომატება კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში არ დაფიქსირებულა. 
1986 წლის 26 აპრილს, უკრაინაში იმ შენობის სახურავი ააფეთქეს, რომელშიც ბირთვული რეაქტორი იყო განთავსებული. რადიოაქტიური ნივთიერება ატმოსფეროში გაიფანტა, გასცდა უკრაინის საზღვრებს და რუსეთში, ბელორუსის ტერიტორიებსა და ევროპის დიდ ნაწილში გავრცელდა. 30 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ათასობით ადამიანს, რადიაციის გამო, სიკვდილი დაემუქრა. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 0

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 100

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 100

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY