06/04/201 232 ნახვა წყარო: 1tv.geფოტო: 1tv.ge

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტი შიდაგავრცელებას უკავშირდება

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ორი მათგანი ბოჭორიშვილის კლინიკაშია, ორივე შემთხვევა შიდაგავრცელებაა, –  ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც მაკა სოლოღაშვილმა აღნიშნა, ამჟამად კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 10 პაციენტი მკურნალობს.
ბოჭორშვილის კლინიკაში მკურნალობს 32 პაციენტი, აქედან „კოვიდ-19“ დადასტურებული აქვს 10 პაციენტს, საიდანაც ორი ახალი შემთხვევაა. დადასტურებული დიაგნოზით მყოფი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ერთია მძიმე და საყურადღებო.ამ 10 პაციენტიდან ოთხის შემთხვევაში მიმდინარეობს განმეორებით კვლევა გამოჯანმრთელების დასადასტურებლად.
ორი ახალი პაციენტი არის ქვეყნის შიდა გავრცელება. შესწავლილია მათი წყარო. კლასტერები ძალიან აირია და სამედიცინო პერსონალისთვის ამას მნშვნელობა აღარ აქვს“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა. მისივე ინფორმაციით, დამმაყოფილებელია ბოჭორიშვილის კლინიკაში მყოფი მოზარდების მდგომარეობა.
„13 წლის მოზარდის მდგომარეობა კარგია და კარგად გრძნობს თავს. რაც შეეხება ორი წლის ბავშვს რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, მისი მდგომარეობა კარგია. დედას კვლავ არ უდასტურდება კორონავირუსი. სულ ბოჭორიშვილის კლინიკაში ექვსი ბავშვი მურნალობს“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY