04/04/201 193 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

წყალტუბოს საკარანტინო სივრცე 74 მოქალაქემ დატოვა

წყალტუბოს საკარანტინო სივრცე 74 მოქალაქემ დატოვა, ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, 14- დღიანი სავალდებულო კარანტინის შემდეგ მოქალაქეები ოჯახებს სრულიად ჯანმრთელები დაუბრუნდნენ. საკარანტინო ზონაში მოქალაქეები ორი კვირის განმავლობაში ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ. სასტუმროს დატოვებამდე მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს. მათი წასვლის შემდეგ საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სტუმრების საკარანტინო ზონიდან გაცილებას დღეს იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ხელმძღვანელობდა. მათი ტრანსპორტირება საკუთარ სახლებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, გეგმაზომიერად მიმდინარეობს საკარანტინო ზონებში მყოფი მოქალაქეების დაბრუნება საკუთარ ოჯახებში და ამავე დროს ახალი მოქალაქეების მიღება, რომლებიც დაბრუნდნენ საქართველოში. „ეს არის ჩვენი გუნდის, ყველა უწყების კოორდინირებული მუშაობის შედეგი, რომლებიც ჩართულია COVID19 - ის ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში,“ - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.
კარანტინში ყოფნის მიუხედავად, მოქალაქეები გააფრთხილეს, რომ დაიცვან როგორც საგანგებო მდგომარეობის პირობები, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები. მათ შორის, დარჩნენ სახლებში და საცხოვრებელი აუცილებელი შემთხვევის გარეშე არ დატოვონ.
„მოხარულები ვართ, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით, ყოველდღე კიდევ უფრო მეტი მოქალაქე ტოვებს საკარანტინო სივრცეს, ამ ადამიანებმა უკვე გაიარეს 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი. ჩვენ ვულოცავთ 74-ვე ადამიანს, რომლებიც წყალტუბოს საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდნენ და დღეს სრულიად ჯანმრთელები ოჯახებს დაუბრუნდნენ. ამ ადამიანების ტრანსპორტირება მერიამ და ადგილობრივმა თვითმმართველობამ უზრუნველყო და ჩვენ მათ დიდ მადლობას ვუხდით.“ -განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.
კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის 85 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება. ამ ეტაპზე კარანტინში 5300 ზე მეტი ადამიანი იმყოფება. 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი უკვე გაიარა 1500-ზე მეტმა ადამიანმა.
საკარანტინო სივრცეებში არსებული განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA