03/04/201 080 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

დღეს ვარშავა-თბილისის და ბერლინი-თბილისის რეისებით საქართველოს 250-მდე მოქალაქე დაბრუნდება

საქართველოს მთავრობა უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს.
დღეს განხორციელდება საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული განრიგიდან მორიგი ორი რეისი: ვარშავა-თბილისის და ბერლინი-თბილისის მიმართულებით - შედეგად, საქართველოს 250-მდე მოქალაქე დაბრუნდება სამშობლოში. უწყების ცნობით, აღნიშნული რეისებით მოემგზავრებიან, როგორც ამ ქვეყნებში მყოფი თანამემამულეები, ასევე საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში იმყოფებოდნენ და ვარშავასა და ბერლინში მოახერხეს ჩასვლა.
"აღსანიშნავია, რომ რეისებით სარგებლობენ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოქალაქეებიც, კერძოდ, ფეხმძიმეები, მცირეწლოვანი ბავშვები და ქრონიკული დაავადების მქონე პირები. რეისები განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესის სრული დაცვით და ყველა მგზავრი, რომელიც საქართველოში ჩამოვა, 14 დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლის," - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, ეს მიმართულებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან აქ მაღალია ჩვენი მოქალაქეების რაოდენობა.
"საქართველოს მთავრობა და საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ევროპიდან ეტაპობრივაად მოქალაქეების დაბრუნების პროცესს. დღეს ხორციელდება ორი რეისი ვარშავიდან და ბერნლიდან, რომლითაც საერთო ჯამში, საქართველოს 250 მოქალაქე დაბრუნდება სამშობლოში. ეს მიმართულებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან აქ მაღალია ჩვენი მოქალაქეების რაოდენობა. ამ რეისებს საქართველოს ავაკიამპანია და პოლონური ავიაკომპანია ახორციელებს. ყველა მგზავრი რომელიც ჩამოვა საქართველოში გაივლის 14 დღიან დადგენილ საკარანტინო რეჟიმს," - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდისმა.
შეგახსენებთ, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭოზე განისაზღვრა ევროპიდან თბილისის მიმართულებით რეისები, რომლებსაც კომპანია “Georgian Airways” ახორციელებს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 0

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA