02/04/201 975 ნახვა წყარო: accentnews.geფოტო: accentnews.ge

ნიუ-იორკის შტატში უმუშევრად დარჩენილებს კვირაში 1100 დოლარს გადაუხდიან

ბოლო კვირაში უმუშევრობის სოციალური დახმარების სამსახურებს 6.6 მილიონზე მეტმა ამერიკელმა მიმართა. მსგავსი ზრდა უპრეცედენტოა ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში. ყველაზე ცუდი პერიოდი ამ მხრივ ბოლოს 1982 წელს დაფიქსირდა, იმჟამად უმუშევრობის დახმარებისთვის განცხადება 695 000-მა ამერიკელმა შეიტანა. ნიუ–იორკში უმუშევრად დარჩენილების დასახმარებლად გამოყოფილია კვირაში 1100 აშშ დოლარი. უმუშევრად დარჩენილ პირს აღნიშნული დახმარების მიღება მაქსიმუმ, 39 კვირის განმავლობაში შეეძლება ბოლო მონაცემებით, აშშ–ში კორონავირუსმა 5 113 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 215 357.
ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 47 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 936 000–ს გადააჭარბა, 195 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 134 შემთხვევაა დადასტურებული. 134 ადამიანიდან 26 გამოჯანმრთელებულია.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 0

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
NO IMAGE
  • 100

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA