24/02/22859 ნახვა წყარო: accentnews.geფოტო: accentnews.ge

"რუსეთის ხელმძღვანელობა უპრეცედენტო იზოლაციაში აღმოჩნდება! ძალა არასათანადოდ არ უნდა შეფასდეს"

ევროკავშირი მხარს უჭერს საევაკუაციო ღონისძიებებს და გადაუდებელ დახმარებას აღმოუჩენს უკრაინას,– განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა.
მისი თქმით, რუსეთი ცალმხრივად ახორციელებს აგრესიას, ესკალაციას, რასაც ომისკენ მივყავართ და ევროკავშირი ყველა რესურს ჩადებს რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისის გადაწყვეტაში.
ამასთან, მისი თქმით, დღეს გაიმართება მსჯელობა რუსეთისთვის უმკაცრესი სანქციების დაწესების თაობაზე. 
„ეს არის ყველაზე უფრო ბნელი დრო ევროპისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ! ბირთვულმა ზესახელმწიფომ განახორციელა შეტევა მეზობელ ქვეყანაზე და სხვა ქვეყნებმა ზომები უნდა მიიღონ სიტუაციის სტაბილიზაციისთვის. ეს არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის პრინციპების, ჰუმანიტარული პრინციპების დარღვევაა: ეს გამოიწვევს უამრავი სიცოცხლის დაკარგვას და არაპროგნოზირებად შედეგებს. ევროკავშირი რეაქციას მისცემს ასეთ ქმედებებს. ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შეხვედრა მოიწვია საღამოსთვის და ის მოგვცემს პოლიტიკურ მითითებებს, პაკეტს ჩვენი სანქციებისა, რომელიც უნდა განვახორციელოთ. ეს იქნება ყველაზე ძლიერი სანქციები მათ შორის, რაც ოდესმე დაგვიწესებია. ეს არის ევროკავშირის პოზიცია. უზრუნველყოფთ, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ სწორი ინფორმაცია მიიღოს ვითარების შესახებ.
სასწრაფოდ შეაჩეროს რუსეთმა ეს მიუღებელი ქცევა, წინააღმდეგ შემთხვევში რუსეთის ხელმძღვანელობა უპრეცედენტო იზოლაციაში აღმოჩნდება. ეს არ არის მხოლოდ დიპლომატიური განხილვის საგანი, ეს სიკვდილ–სიცოცხლეს ეხება, ეს გლობალური საზოგადოების მომავალია. ჩვენ ერთიანნი ვიქნებით, რათა დავიცვათ უკრაინა, ვუზრუნველყოფთ, რომ პოლიტიკურ თამაშებს განადგურება არ მოჰყვეს. ჩვენი ძალა არასათანადოდ არ უნდა შეფასდეს",– განაცხადა ბორელმა.
24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. 

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY