21/02/22668 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"სამშობლოსთვის თავგანწირვა ღირს... რასაც მთელი ცხოვრება ვემსახურე, მზად ვარ ბოლომდე შევეწირო" - მიხეილ სააკაშვილი

"ამას ვაკეთებ შეგნებულად, რათა ყველა რუსულ-ჭორვილური მითი დავამსხვრიო და დაგანახოთ, რომ სამშობლოსთვის თავგანწირვა ღირს... რასაც მთელი ცხოვრება ვემსახურე, მზად ვარ ბოლომდე შევეწირო", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გავრცელებულ მიმართვაში საუბრობს. 
მისი მიმართვა მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ Facebook-გვერდზე ვრცელდება.
ჩემი ჰოლანდიელი ექიმი, დომინიკ ვურჰაგენი მწერს: "კატეგორიულად გამორიცხულია განმეორებითი შიმშილობა. ეს გამოიწვევს უკვე დასუსტებული ჯანმრთელობის ფონზე განმეორებით და უფრო ძლიერ სტრესს, მეტაბოლიზმს, ელეტროლიტების, ფერმენტებისა და ჰორმონალური ცვლის მოშლას, რაც, თავის მხრივ, ქსოვილოვან და უჯრედოვან დონეზე უკვე ისეთ დარღვევებს გამოიწვევს, რასაც შეუქცევადი და ლეტალური შედეგი მოჰყვება".
ეს იმიტომ დავდე აქ, რომ ვინმეს არ ეგონოს, რომ არ ვიცი, რაზე მივდივარ. მე ამას ვაკეთებ შეგნებულად, რათა ყველა, ვინც ფიქრობს - "ხალხისთვის მაინც არავინაა", "ყველა მარტო გამორჩენაზეა", "ეს ქვეყანა მაინც ყველას ფეხზე კიდია" და სხვა რუსულ-ჭორვილური მითი დავამსხვრიო და თუნდაც ჩემი სიცოცხლის ფასად დაგანახოთ, რომ სამშობლოსთვის თავგანწირვა ნამდვილად ღირს და იმას, რასაც მთელი ცხოვრება ვემსახურე, მზად ვარ ბოლომდე შევეწირო.
დაე, ვინმეს ეს პათეტიკურად და ძველმოდურად ეჩვენებოდეს. თუ ხედავ, რომ ადამიანებს, რომელთაც გინდა დაეხმარო, ჩაუნერგეს, რომ მათთვის მაინც არავინაა, ზოგჯერ ასეთი რამის გაკეთება ხდება აუცილებელი. ცნობისთვის, მე ძალიან მიყვარს სიცოცხლე. 
ხელისუფლება მექცევა ზუსტად ისე, როგორც ცხინვალში ოკუპანტები მოექცნენ გენადი ბესტაევს. სპეციალურად დაელოდნენ მისი სიმპტომების გაღრმავებას და ჯერ დაინვალიდებას და შემდეგ პრაქტიკულად მკვდარი დააბრუნეს გორში, - წერს მიხეილ სააკაშვილი. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY