02/04/201 041 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში შეყვანილი ახალი პაციენტების დაინფიცირების წყარო სომხეთსა და საფრანგეთს უკავშირდება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში შეყვანილი ახალი პაციენტების დაინფიცირების წყარო სომხეთსა და საფრანგეთს უკავშირდება.
როგორც მარინა ეზუგბაია განმარტავს, ამ ეტაპზე მათ კლინიკაში კორონავირუსით დაინფიცირებული 36 პაციენტია მოთავსებული.
„ერთი შემთხვევა სომხეთიდანაა შემოსული. ორი შემთხვევა თუ არ ვცდები, საფრანგეთიდანაა და მეოთხის წყარო ბოლომდე მოძიებული არ არის, მაგრამ მაინც იკვეთება, რომ შემოტანილი შემთხვევაა. ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა ჩვენთან 36-ია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
ეზუგბაიას განმარტებითვე, კრიტიკული პაციენტებიდან სამის მდგომარეობა დასტაბილურდა.
„უცვლელი მდგომარეობაა, გვყავს 5 მძიმე ავადმყოფი, ორის მდგომარეობა კრიტიკული და ჯერ კიდევ არასტაბილურია. დანარჩენი სამი პაციენტის მდგომარეობა მეორე დღეა, რაც დასტაბილურდა. თუ დღესაც ასე გაგრძელდება, შეიძლება ვთქვათ, რომ მეტ-ნაკლებად გადაილახა მათი მდგომარეობა და პროგნოზი და გამოჯანმრთელება შორს არ იქნება. ასევე, გვყავს სამი ახალი გამოჯანმრთელებული, რომელიც ალბათ, დღის განმავლობაში კლინიკას დატოვებს, რადგან უკვე „კომენდანტის საათია“ და დღის მეორე ნახევარში პაციენტების გაწერას ვეღარ ვახერხებთ.
ჯამში, ჩვენს კლინიკაში 22 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, დღე-ღამის განმავლობაში 19 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება, დღეს დილიდან 9 პაციენტზეა ანალიზები აღებული, დანარჩენს დღის მეორე ნახევარში ვნახავთ“, - აცხადებს ეზუგბაია.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 80

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 80

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA