18/02/22941 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ეს არის ფაფხური, მთავარი ქოლ-ცენტრი სუს-ის შენობაა" - ლევან ხაბეიშვილი პროკურატურის განცხადებას პასუხობს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი, ლევან ხაბეიშვილი ქოლ-ცენტრების საქმეზე 5 პირის დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურის განცხადებას ეხმაურება და საგამოძიებო უწყების ქმედებებს "ფაფხურს" უწოდებს.
მან საგანგებო ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გამართა და აღნიშნა, რომ მთავარი დანაშაულის ადგილი სწორედ სუს-ია, რომლის ხელმძღვანელიც საქართველოში ასობით ტრანსნაციონალურ ოფისს მფარველობს.
"ეს არის ფაფხური და მეტი არაფერი. ტრანსნაციონალურ დანაშაულზე ვსაუბრობ უკვე რამდენიმე თვეა და პირადად ვარ ჩართული ამ საქმის გამოძიებაში. დღეს შემთხვევით არ ვარ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფისთან. ეს არის მთავარი ქოლ-ცენტრი საქართველოში, ეს არის მთავარი დანაშაულის ადგილი. ეს არის ადგილი, საიდანაც სუს-ის ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი ასობით ტრანსნაციონალურ ოფისს მფარველობს საქართველოში, საიდანაც მილიარდობით დოლარის შემოსავალი აქვს ბიძინა ივანიშვილს, უჩა მამაცაშვილს, გრიგოლ ლილუაშვილს და ქართულ ოცნებას, რომლებიც შემდგომ ამ თანხებს იყენებენ პროვოკატორებისთვის, ზონდერებისთვის და არჩევნების გასაყალბებლად", - აღნიშნა ხაბეიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით ევროპელი სამართალდამცველები ბიძინა ივანიშვილისა და გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, საგამოძიებო მოქმედებებს ჩაატარებენ. 
"გვაქვს ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, სუს-ის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, გატარდება საგამოძიებო მოქმედებები უკვე ევროპელი სამართალდამცავების მეშვეობით და სავარაუდოდ, ეს ადამიანები იქნებიან სანქცირებულები. სწორედ ამის გამო ეწვით, ამის გამო მიმართეს პროპაგანდას და ამის გამო ამოქოქეს ის სიცრუის მანქანა, რომელსაც კონკრეტული მედიასაშუალებები აშუქებენ", - ამბობს ენმ-ის წევრი.
ლევან ხაბეიშვილმა დღეს კონკრეტული მისამართიც გააჟღერა, სადაც მისი ინფორმაციით, უჩა მამაცაშვილის ქოლ-ცენტრია განთავსებული. 
"მე ამასობაში კონკრეტულ ოფისებთან დავდივარ, ვასაჯაროებ კონკრეტულ მისამართებს, ასევე მინდა ჟურნალისტებს გითხრათ, რომ მაგალითად ჭავჭავაძის 30 ნომერში მოწყობილი, ახლაც ფუნქციონირებს ე.წ. ქოლ-ცენტრი, რომელიც არის უჩა მამაცაშვილის. შეგიძლიათ მიბრძანდეთ, გადაამოწმოთ", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე დღეს განაცხადეს, რომ ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხუთი წევრი დააკავეს. საქმე ეხება ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA