18/02/22969 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი - მოწინააღმდეგის იერიშის შედეგად დაშავდა ორი მშვიდობიანი მოქალაქე, არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებელია რუსეთი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება იმის შესახებ, რომ ოკუპირებული დონეცკის ზოგიერთი დასახლებული პუნქტიდან მოსახლეობის ევაკუაცია იგეგმება და აცხადებს, რომ უკრაინის არმია არანაირი შეტევითი ოპერაციისთვის არ ემზადება.
„ჩვენ ოფიციალურად ვაცხადებთ: უკრაინის შეიარაღებული ძალები სტაბილურად იცავს მინსკის შეთანხმებებსა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს და არ გეგმავს შეტევით ოპერაციებს ან მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ცეცხლის გახსნას,“- აღნიშნულია ზალუჟნი მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ის ხაზს უსვამს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქმედებები მხოლოდ თავდაცვითი ხასიათისაა.
ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, 17 თებერვალს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 47-ჯერ დაარღვიეს, მათგან 38 შემთხვევაში მინსკის შეთანხმებებით აკრძალული შეიარაღების გამოყენებით.
„მოწინააღმდეგემ მიზანმიმართული იერიში მიიტანა სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, დაშავდა ორი მშვიდობიანი მოქალაქე. ამავდროულად, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გამოყენებით, რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში ადანაშაულებენ“, - აცხადებს ზალუჟნი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.
„დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებელია რუსეთის ფედერაციის ოკუპანტი სახელმწიფო. ნებისმიერი ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეთ ადამიანებს ან ინფრასტრუქტურას დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, პროვოკაციაა", - აღნიშნა ზალუჟნიმ.
მან ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის 17 თებერვალს დაფიქსირებული ფაქტების სათანადო გამოძიება.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey