"ეს ესკალაციაა... ვფიქრობთ რეაგირებაზე" - აშშ-ის საელჩოს პირველი კომენტარი მისიის ხელმძღვანელის მოსკოვიდან გაძევებაზე
აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოსკოვიდან გაძევებასთან დაკავშირებით, აშშ-ის საელჩოს პრესსამსახურის წარმომადგენელი მოსკოვში, ჯეისონ რებჰოცი გამოცემა "რია ნოვოსტი"-სთან საუბრობს. ამბობს, რომ აშშ-ს მხარე ამას ესკალაციად მიიჩნევს და რეაგირებაზე ფიქრობს.
"რუსეთის საქციელი ჩვენი დიპლომატიური კომისიის წარმომადგენლის მიმართ არაპროვოცირებული იყო. ამას ესკალაციად მივიჩნევთ და რეაგირებაზე ვფიქრობთ", - ამბობს რებჰოცი.
"რუსეთის საქციელი ჩვენი დიპლომატიური კომისიის წარმომადგენლის მიმართ არაპროვოცირებული იყო. ამას ესკალაციად მივიჩნევთ და რეაგირებაზე ვფიქრობთ", - ამბობს რებჰოცი.