16/02/221 005 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"მზად ვართ, გავაძლიეროთ თავდაცვითი და შემაკავებელი პოზიცია, რათა ვუპასუხოთ გაუთვალისწინებელ შემთხვევებს" - NATO-ს თავდაცვის მინისტრების განცხადება

NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცის მინისტრები უკრაინის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და რუსეთს მკაცრად მოუწოდებენ, აირჩიოს დიპლომატიის გზა და დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან. 
"ღრმად შეშფოთებული ვართ რუსეთის ფართომასშტაბიანი, არაპროვოცირებული და უსაფუძვლო სამხედრო ფორმირებით უკრაინის გარშემო და ბელარუსში. მკაცრად და დაჟინებით მოვუწოდებთ რუსეთს, აირჩიოს დიპლომატიის გზა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავმოყრა და გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან, საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. ჩვენ ვრჩებით რუსეთის მიმართ ჩვენი ორმხრივი მიდგომის ერთგული: ძლიერი შეკავება და თავდაცვა, შერწყმული დიალოგისადმი ღიაობასთან.
რუსეთის ქმედებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. შედეგად და ყველა მოკავშირის თავდაცვისთვის, ჩვენ განვათავსებთ დამატებით სახმელეთო ძალებს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, ასევე დამატებით საზღვაო და საჰაერო აქტივებს, როგორც ამას მოკავშირეები აცხადებენ, და გავზრდით ჩვენი ძალების მზადყოფნას. ჩვენი ზომები არის და რჩება პრევენციული, პროპორციული და არაესკალაციური. მზად ვართ კიდევ გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვითი და შემაკავებელი პოზიცია იმისთვის, რომ ვუპასუხოთ ყველა გაუთვალისწინებელ შემთხვევას.
ჩვენი ვალდებულება ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლის მიმართ ურყევია, ერთმანეთის დასაცავად ერთიანი ვართ.
NATO რჩება ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპების ერთგული, მათ შორის იმის, რომ თითოეულ სახელმწიფოს აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების მექანიზმი. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
როგორც მანამდე აღვნიშნეთ, რუსეთის ნებისმიერ შემდგომ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, მასშტაბური შედეგები ექნება და ძვირი დაუჯდებათ. NATO გააგრძელებს მჭიდრო კოორდინაციას შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის, ევროკავშირთან.
NATO და მოკავშირეები აგრძელებენ დიპლომატიას და დიალოგს რუსეთთან ევროატლანტიკური უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის უმაღლეს დონეზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ამ ძალისხმევას და ნორმანდიის ფორმატში მცდელობებს მინსკის შეთანხმებების შესასრულებლად. გამოვთქვით მზადყოფნა ჩავერთოთ განახლებულ ევროპული უსაფრთხოების დიალოგში, რომელიც ინიცირებულია პოლონეთის, როგორც ეუთოს ამჟამინდელი თავმჯდომარის, მიერ. ჩვენ რუსეთს არსებითი წინადადებებით მივმართეთ, ევროატლანტიკურ რეგიონში ყველა ერის უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ და ველოდებით პასუხს. არაერთხელ შევთავაზეთ და ვაგრძელებთ შეთავაზებას შემდგომ დიალოგზე ნატო-რუსეთის საბჭოს საშუალებით და მზად ვართ, ჩავერთოთ. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ რუსეთს, უპასუხოს და აირჩიოს დიპლომატია და დეესკალაცია",-ნათქვამია განცხადებაში.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY