01/04/202 280 ნახვა წყარო: bm.geფოტო: bm.ge

British American Tobacco-ის შვილობილი ბიო-ტექნოლოგიური კომპანია COVID-19-ის ვაქცინის შექმნაზე მუშაობს

 COVID-19-ის პოტენციური ვაქცინის მიღება ხდება სწრაფად მზარდი თამბაქოს ტექნოლოგიით - პრე-კლინიკური ტესტირება უკვე პროცესშია; 
• თამბაქოს ნერგი იძლევა უსაფრთხო ვაქცინის დამზადებას უსწრაფესი ტემფებით, ვაქცინის დამზადების ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით
• პოტენციურად შესაძლებელია კვირაში 1-3 მილიონი დოზის დამზადება. ამის შესახებ bm.ge-ის კომპანიიდან აცნობეს. 
კერძოდ, BAT-ის შვილობილი კომპანია - კენტუკის ბიოპროცესინგი (KBP) კორონავირუსის პოტენციური ვაქცინის შექმნაზე მუშაობს და უკვე პრე-კლინიკური ტესტირების პროცესშია. ტესტირების წარმატებით დასრულებისა და სახელმწიფოებისა და პარტნიორების მხარდაჭერის შემთხვევაში, კომპანიას ივნისის თვიდან ყოველკვირეულად 1-დან 3 მილიონამდე დოზა ვაქცინის შექმნა შეეძლება.  მიუხედავად იმისა, რომ KBP-ის ლაბორატორიული ცენტრი კომერციულ დაწესებულებას წარმოადგენს, კომპანია COVID-19-ის პოტენციური ვაქცინის პროექტს უსასყიდლოდ ახორციელებს. 
ვაქცინის მიღების პროცესში გამოყენებულია სწრაფად მზარდი თამბაქოს ტექნოლოგია, რასაც რამოდენიმე უპირატესობა გააჩნია ვაქცინის წარმოების ტრადიციულ ტექნოლოგიასთან მიმართებით, კერძოდ:
• აღნიშნული ტექნოლოგია პოტენციურად უსაფრთხოა, რადგან თამბაქოს ფოთლები არ შეიცავენ იმ ტიპის პათოგენებს, რაც იწვევს დაავადებებს ადამიანში;
• უფრო სწრაფია, რადგან ვაქცინის ელემენტების აკუმულირება თამბაქოს ნერგში ხდება გაცილებით სწრაფად - 6 კვირაში, ტრადიციულ მეთოდებიოთ კი მას მრავალი თვე სჭირდება;
• ვაქცინა ვარგისია ოთახის ტემპერატურის პირობებშიც კი, როცა ტრადიციული ვაქცინები ხშირად სპეციალურ მაცივრებს საჭიროებენ;
• ერთი დოზაც საკმარისია შესაბამისი იმუნური მხარდაჭერის მისაღწევად.
BAT-ის ამერიკულმა შვილობილმა კომპანიამ Reynolds American Inc-მა ბიო-ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანია KBP 2014 წელს შეიძინა. ბიო-ტექნოლოგიების სფეროში ინვესტირება კომპანიამ განახორციელა იმ მიზნით, რათა გამოეყენებინა თამბაქოს ექსტრაქტირების უნიკალური ტექნოლოგია თამბაქოს და ნიკოტინის ახალ პროდუქტებში.
2014 წელს KBP-ის ლაბორატორიულმა ცენტრმა ებოლას წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში საკუთარი წვლილი შეიტანა, კერძოდ კი ის კალიფორნიულ სამედიცინო კომპანია Mapp BioPharmaceuticals-სთან ერთად ებოლას საწინააღმდეგო პრეპარატს - ZMapp™-ს აწარმოებდა. ამ პროექტში კომპანიის პარტნიორი აშშ-ის სახელმწიფო ბიომედიცინის კვლევისა და და განვითარების სააგენტო  (BARDA) იყო. 
KBP-ის ლაბორატორიულმა ცენტრმა COVID-19-ის გენეტიკური წყობის კლონირება მოახდინა, რაც გახდა პოტენციური ანტიგენის გამოყვანის საფუძველი. ანტიგენი აძლიერებს იმუნურ სისტემას ადამიანის სხეულში და ხელს უწყობს ანტისხეულების წარმოქმნას. ეს ანტიგენი მისი რეპროდუქციის მიზნით შეყვანილ იქნა თამბაქოს ნერგში, მცენარის ზრდასთან ერთად, ანტიგენის რაოდენობაც გაიზარდა. ამ ეტაპის შემდეგ, კომპანიამ მიღებული ანტიგენების გაწმენდა მოახდინა და ამჟამად მათზე პრე-კლინიკური ტესტირება მიმდინარეობს.  BAT-ი ამჟამად მუშაობს სამთავრობო უწყებებთან ვაქცინის კლინიკური კვლევების დასაწყებად. მთავრობასთან და პარტნიორებთან თანამშრომლობით შესაძლებელია, რომ კომპანიამ ყოველკვირეულად 1-დან 3 მილიონამდე ვაქცინის დოზა აწარმოოს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,