ენტონი ბლინკენი უკრაინის კრიზისზე დღეს სერგეი ლავროვთან ისაუბრებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ანტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ დღეს, 12 თებერვალს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს დაელაპარაკება.
Reuters-ის ცნობით, ბლინკენმა თქვა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები მოსკოვს მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს უსწრაფესად დაუწესებენ.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა წყნარი ოკეანის ლიდერებთან შეხვედრისას, აღნიშნა, რომ თუ რუსეთი დაინტერესებულია უკრაინის კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარებით, ვაშინგტონი მზად არის თავისი როლი შეასრულოს. მაგრამ ამერიკა, ასევე, მზად არის იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი აგრესიის გზას აირჩევს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაცია შესაძლოა ნებისმიერ წუთს დაიწყოს. ოფიციალური ვაშინგტონი არ გამორიცხავს, რომ რუსული გეგმით, რომელსაც კრემლში ამუშავებენ, მოსკოვმა შესაძლოა, უკრაინაზე მასიური ავია-იერიშები განახორციელოს.ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინაში მყოფ მოქალაქეებს 48 საათში ქვეყნის დატოვების რეკომენდაციას აძლევს.
ცნობილია სამხედრო მოქმედებების დაწყების სავარაუდო დროც, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა უკრაინაზე იერიში შესაძლოა, მიმდინარე ოლიმპიური თამაშების დასრულებამდე მიიტანოს. პარალელურად, სრულ მზადყოფნაშია უკრაინის შეიარაღებული ძალებიც.

-
9 საათზე, 21 სექ
-
9 საათზე, 21 სექ
-
9 საათზე, 21 სექ
-
8 საათზე, 21 სექ
-
8 საათზე, 21 სექ
-
8 საათზე, 21 სექ
-
21 სექტემბერი
-
21 სექტემბერი
-
21 სექტემბერი
-
21 სექტემბერი
-
21 სექტემბერი
-
21 სექტემბერი
-
21 სექტემბერი
-
21 სექტემბერი
-
21 სექტემბერი
-
21 სექტემბერი
-
21 სექტემბერი
-
21 სექტემბერი