12/02/22926 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"დამაკავეს, ძირს დაგდებულს სახეში ჩამარტყეს წიხლი" - ყოფილი ძალოვანი შს მინისტრს მოძალადე პოლიციელების მფარველობაში ადანაშაულებს

მოძალადე და კრიმინალების მფარველი სამართალდამცველები შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში - ყოფილი ძალოვანი ვახტანგ გომელაურის უწყებას დიდ სკანდალში ამხელს.
დავით ჭალიძე ირწმუნება, რომ პოლიციელები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს კრიმინალებთან იყვნენ გარიგებული და არაადამიანური მოპყრობით გამოირჩეოდნენ, ვახტანგ გომელაურმა მაღალ თანამდებობაზე დანიშნა და მათ ახლა მინისტრის დავალებით, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი, ილია კვაღინიძე მფარველობს.
საუბარია რომან მამუჩიშვილზე, აჩიკო ახალკაცზე, მამუკა ტერაშვილსა და ჯონი კირვალიძეზე.
ჭალიძე ამბობს, რომ 2011 წელს, მან დააკავა კრიმინალური ავტორიტეტები, რომელთა გათავისუფლებაც, მისმა კოლეგებმა დაუყოვნებლივ მოსთხოვეს. ხოლო მას შემდეგ, რაც ის არ დაემორჩილა მოთხოვნას, ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ და სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ეს სამართალდამცველები მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა არათუ სამსახურიდან გაუშვა, არამედ მაღალ თანამდებობაზე დანიშნა და ამ თანამდებობებს ამ დრომდე ინარჩუნებენ.
"ჩემს მიერ დაკავებული იქნა კრიმინალები. ამის შემდეგ პოლიციის ხელმძღვანელობა ჩემთან შემოვიდა კონფლიქტში, არ მოეწონათ აღნიშნული თემა. ის დაკავებულები გაუშვეს და გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ, დამაკავეს იმ მიზეზით, რომ ვითომ მე პოლიციის ხელმძღვანელობას, ამ შემთხვევაში ჯონი კირვალიძეს და მამუკა ტერაშვილს მივაყენე სიტყვიერი შეურაცხყოფა. უკანონოდ დაკავებულს, ძირს დაგდებულს სახის არეში ჩამარტყეს წიხლი. პოლიციელები გამოძიებაში ადასტურებენ. მიუხედავად ამისა, პროკურატურა არ უყენებს აღნიშნულ პოლიციელებსა და პროკურორს ბრალს. შს მინისტრის აღნიშნული პოლიციელები დაჯილდოებული ჰყავს სხვადასხვა ხარისხის მედლებით და მფარველობს მათ", - ამბობს დავით ჭალიძე.
დავით ჭალიძემ "ადამიანის უფლებათა ცენტრის" დახმარებით სარჩელი მოამზადა, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში უკვე გაგზავნილია.
საქმის მასალების თანახმად, დაზარალებული აცხადებს, რომ პოლიციელმა იატაკზე დაგდებულს სახის არეში ამოარტყა წიხლი. პოლიციელი კი განმარტავს, რომ დაზარალებული თავს ურტყამდა იატაკს და ამის აღსაკვეთად ფეხი მოათავსა დაზარალებულის სახესა და იატაკს შორის.
"მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი კითხვებზე პასუხების მისაღებად შიდა ქართლის პოლიციაში მივიდა, თუმცა პოლიციის თანამშრომლებმა თქვეს, რომ მათი უფროსი, ილია კვაღინიძე ადგილზე არ იმყოფებოდა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,