11/02/22973 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გურამ მაჭარაშვილი უკრაინის გენერალური პროკურატურის მიერ მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე ინფორმაციას „ფეიკნიუსს“ უწოდებს

„ქართული ოცნების“ დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი უკრაინის გენერალური პროკურატურის მიერ მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე ინფორმაციას „ფეიკნიუსს“ უწოდებს.
როგორც მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინული კანონმდებლობით, თუკი განაცხადს შეიტან, დაზარალებულის სტატუსის მინიჭება ავტომატურად ხდება.
„როდესაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში სახურავიდან ძალით ჩამოიყვანეს და ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ძალით ჩასვეს, რატომღაც მაშინ არ შეიტანა განცხადება დაზარალებულად ცნობის თაობაზე.
დანაშაული, რომლის საფუძველზეც საქართველოს მართლმსაჯულების მიერ სააკაშვილის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ჩადენილია საქართველოში. განაჩენი გამოტანილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სამართლებრივი ნონსენსია, რომელიმე სხვა ქვეყნის მართლმსაჯულებამ დაზარალებულად ცნოს ადამიანი, რომელმაც დანაშაული სხვა ქვეყანაში ჩაიდინა - თან იმ ქვეყნის მოქალაქემ და პრეზიდენტმა“,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მისი ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA