11/02/22958 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში რუსეთის არხსენება, არ ნიშნავს, რომ მოსკოვი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას არ გააგრძელებს - ლუკ კოფი

"ჰერითიჯ ფაუნდეიშენის" საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორი, ლუკ კოფი "მთავარის" ვაშინგტონის ბიუროსთან ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან უკრაინის საკითხში არასაკმარისი ჩართულობა არ უკვირს.
მისი თქმით, ეს იმ პროცესების გაგრძელებაა, რის გამოც ბევრი დასავლეთში ერთმანეთს ეკითხება, თუ რა ხდება საქართველოს თავს.
"ჩართულობისა და პროცესებში მონაწილეობის ის დეფიციტი, რომელსაც საქართველოს მთავრობის მხრიდან ვხედავთ, უბრალოდ გაგრძელებაა იმისა, რის გამოც ბევრი დასავლეთში ერთმანეთს ვეკითხებით - რა ხდება საქართველოს თავს? გვესმის, რომ საქართველოში შექმნილი რთული პოლიტიკური მდგომარეობა, შესაძლოა, გახდეს საქართველოს მთავრობის მიერ გარკვეული მოქმედებების ან უმოქმედობის საფუძველი, თუმცა თავსატეხია ის ფაქტი, რომ ბოლო დღეებშიც, რუსეთმა აქტიურად განაგრძო ქართული მიწების მითვისება, ე.წ. მცოცავი ანექსია. ამიტომ, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში რუსეთის არდასახელება, არ ნიშნავს, რომ მოსკოვი შენ არ გიცნობს სახელით და არ გააგრძელებს აგრესიულ მოქმედებებს საქართველოს წინააღმდეგ. ვისურვებდი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ არსებული მოქმედებების უფრო პირდაპირ და ნათელ დაგმობას საქართველოს მხრიდან", - ამბობს ლუკ კოფი.
მანვე უკრაინის მიმართ აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ გამოხატულ მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ კრემლის მიმართ ილჰამ ალიევის ძლიერი მესიჯი დასავლეთმა ძალიან პოზიტიურად შეაფასა.
"ცხადია, რომ სამხრეთ კავკასიაში, უკრაინის საკითხზე, ლიდერი ქვეყანა აზერბაიჯანია. პრეზიდენტმა ალიევმა ძალიან ძლიერი მესიჯი გაუგზავნა კრემლს, როდესაც ის კიევში ჩავიდა და ზელენსკის შეხვდა, განსაკუთრებით, ვიზიტის დროისა და ხელმოწერილი შეთანხმებების გათვალისწინებით, ასევე, პრეს-კონფერენცია, რომელიც ორი ქვეყნის ლიდერმა გამართა შეხვედრების შემდეგ, წარიმართა უკრაინულ და აზერბაიჟანულ ენებზე, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ლიდერი საუბრობს რუსულ ენაზე. ეს ძალიან პოზიტიურად იქნა დანახული დასავლეთის მიერ", - თქვა ლუკ კოფიმ.
შეგახსენებთ, "ოცნებამ" რეზოლუცია, რომელშიც რუსეთის ხსენება ვერ გაბედა, 1-ელ თებერვალს მიიღო. მას ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA