01/04/201 160 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

საქართველოში კორონავირუსისგან 22 ადამიანია გამოჯანმრთელებული

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთა რაოდენობა დღე-ღამის განმავლობაში 7-ით გაიზარდა და აქედან 2 პირი ინფექციურ კლინიკაში მოათავსეს. მარინა ეზუგბაიას თქმით, მათი კონტაქტები ცნობილია და ისინი აქამდე ინფიცირებული ადამიანები არიან.
„დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ 7 დადასტუსრებული შემთხვევაა. ამ 7-დან 2 ჩვენთან არის. ამჟამად სულ 9 კოვიდის მიმღები ცენტრია საქართველოში: ერთი ბათუმში, ერთი ქუთაისში და ერთი ზუგდიდში დაემატა. ამ 115 დაინფიცირებულიდან 51 ჩვენი პაციენტია, დანარჩენი სხვა კოვიდის მიმღებ დაწესებულებაში არიან გადანაწილებული. ერთი გამოჯანმრთელებული ადამიანი დაგვემატა, რომელმაც გუშინვე დატოვა ჩვენი ცენტრი. ჩვენ უკვე გვაქვს 19 გამოჯანმრთელებული შემთხვევა, 3 კი არის საჩხერეში და ჯამში გვყავს 22 გამოჯანმრთელებული ადამიანი,“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 20

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 60

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 100

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY